რომელია საქართველოში ირანელების მიერ დაფუძნებული Top-5 კომპანია

კონპანია

„განთიადი 2017“, „გლობალ ინდუსტრი სოლუშენ“, „დორვინდოუ“, „იმპორტლაინის“, „პეტრო ჯორჯია“ იმ ირანული კომპანიების ხუთეულში შედიან, რომლებიც საქართველოში ოპერირებენ და 2024 წელს ყველაზე მეტი ბრუნვა ჰქონდათ.

აღნიშნულის შესახებ ირკვევა „ბიზნესპრესნიუსისთვის“ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მოწოდებული წინასწარი ინფორმაციიდან.

რას საქმიანობენ ყველაზე მსხვილი ირანული კომპანიები საქართველოში

საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით გთავაზობთ, ვის ეკუთვნის აღნიშნული ხუთი კომპანია:

შპს „განთიადი 2017” –კომპანიის წილების 96%-ს ირანის მოქალაქე საბერ ნაჯაფიჰაკი ფლობს, დარჩენილი წილები კი ასე ნაწილდება: ამირ ფურ ყოლამი 2% (ირანისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქე); ნინო მახარაძე (2%). კომპანია რეგისტრირებულია 2018 წელს.

შპს „გლობალ ინდუსტრი სოლუშენ“ - კომპანიის წილებს სრულად ფლობს ირანის მოქალაქე ჰოსსეინ აფრაზი. შპს სამეწარმეო რეესტრში 2018 წელს დარეგისტრირდა. კომპანია დაკავებულია პოლიმერის პირველადი გრანულების საბითუმო ვაჭრობით.

შპს „დორვინდოუ“ 2018 წელს დარეგისტრირდა სამეწარმეო რეესტრში. წილებს სრულად ფლობს ირანის მოქალაქე ალირეზა ვათანჩი.

შპს „იმპორტლაინის“ საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სამშენებლო მასალების რეალიზაცია. კომპანია რეესტრში 2023 წელს არის რეგისტრირებული. წილების ნახევარს ირანის მოქალაქე ფარზად მორშედი ფლობს, დარჩენილ 50%-ს კი ირმა ფანცულაია.

შპს „პეტრო ჯორჯია“ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2023 წელს. მის წილებს სრულად ფლობს ირანის მოქალაქე ჰამიდრეზა თარი. კომპანია დაკავებულია ბიტუმისთ ვაჭრობით.

bpn.ge