"საქართველო საუკეთესო მიმართულებაა ზამთარში დასასვენებლად" - CNN ზამთრის კურორტებზე წერს

ზამთარი-კურორტი

„საოცარი ზამთარი და გახანგძლივებული დღესასწაულები“ - სტატიას CNN-ი აქვეყნებს. ავტორი აღწერს გუდაურს, სვანეთის სამთო კურორტებს, თბილისის საახალწლო მორთულობასა და რელიგიურ დღესასწაულებზე.

„ზამთარს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ბევრი დღესასწაული მოაქვს, მაგრამ საქართველოში დღესასწაულები უფრო ხანგრძლივია და ის თითქმის მთელი იანვარი გრძელდება. საქართველო საუკეთესო მიმართულებაა ზამთარში დასასვენებლად, საქართველოს სამთო კურორტები დამსვენებლებს ზამთრის სპორტის უამრავ სახეობას სთავაზობს.

ქართველებისთვის ახალი წელი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ისინი ორჯერ აღნიშნავენ. დღესასწაული 31 დეკემბერს იწყება, როდესაც საჩუქრებს ცვლიან და ოჯახთან ერთად ახალ წელს ზეიმობენ. სუფრა გაწყობილია ტრადიციული კერძებით, თოვლის ბაბუა ბავშვებს ტკბილეულსა და საჩუქრებს ურიგებს. როგორც წესი თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე საახალწლო კონცერტი იმართება, სადაც ახალი წლის დადგომის ათვლას იწყებენ, რაც ფეიერვერკით სრულდება,“ - წერია CNN-ის სტატიაში.

CNN-ზე სტატიები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში ვრცელდება.