საქართველოში 1 ექიმზე 1.1 ექთანი მოდის - საერთაშორისო სტანდარტით ექიმთან 4 ექთანი უნდა მუშაობდეს

ექიმი

საქართველოში როგორც ექიმების, ისე ექთნების რაოდენობა ისევ მცირდება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წელს ექიმების რაოდენობა 289 კაცით შემცირდა და 24 139 შეადგინა.

რაც შეეხება ექთნებს, 2024 წლის მდგომარეობით, ქვეყანაში აღნიშნულ პროფესიაში 21 656 ადამიანი იყო დასაქმებული, რაც 167 ადამიანით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით.

სტატისტიკური მონაცემებიდან გამოდის, რომ საქართველოში 1 ექიმზე 1.1 ექთანი მოდის, ეს მაშინ, როდესაც, საერთაშორისო სტანდარტით, ერთ ექიმთან 4 ექთანი უნდა მუშაობდეს.

რაც შეეხება ექიმების რაოდენობას სხვადასხვა სამედიცინო მიმართულების მიხედვით, 2024 წლის მდგომარეობით ასე ნაწილდება:

  • შინაგანი მედიცინის ექიმები (თერაპევტები) – 3098;
  • ქირურგები - 1937;
  • მეან-გინეკოლოგები - 1501;
  • პედიატრები - 1051;
  • ოფთალმოლოგები - 501;
  • ოტოლარინგოლოგები - 405;
  • ნევროლოგები - 637;
  • ფსიქიატრები და ნარკოლოგები - 486;
  • ფთიზიატრები - 182;
  • დერმატოვენეროლოგები - 286;
  • რადიოლოგები - 1533;
  • სამედიცინო რეაბილიტაციისა და სპორტის მედიცინის ექიმები - 51;
  • სტომატოლოგები - 2909;
  • სხვა - 9562.