საქართველოში Moderna-ს ვაქცინა არ შემოვა

კოვიდ ვაქცინა

საქართველოში Moderna-ს ვაქცინის შემოტანა არ იგეგმება.

თუმცა, როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, Pfizer-ის ვაქცინის ეფექტურობაც საკმაოდ მაღალია, ქვეყანაში კი, მისი საკმარისი მარაგია.

"ამ ეტაპზე ჩვენ შემოთავაზება არ გვაქვს Moderna-სგან, არც რომელიმე პარტნიორი ქვეყნისგან დონაციასთან დაკავშირებით, თუმცა, ქვეყანაში არის საკმარისი რაოდენობით Pfizer-ის ვაქცინა, რომელსაც აქვს იდენტური მოქმედების მექანიზმი, ასევე ეფექტურობა ძალიან მაღალია", - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.