თბილისში აპრილში ყველაზე მეტი ბინა დიდ დიღომში გაიყიდა - როგორია მონაცემები უბნების მიხედვით

ბინა

2025 წლის აპრილში, თბილისში 3 206 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 0.4%-იანი ზრდაა. გაყიდული ბინების მიხედვით, დედაქალაქის მოწინავე რეგიონები დიდი დიღომი, საბურთალო და ისანია. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ კვლევიდან ვიგებთ.

გთავაზობთ აპრილში თბილისში გაყიდული ბინების რაოდენობრივ განაწილებასა და სრულ რაოდენობაში პროცენტულ წილებს, რეგიონების მიხედვით:

  • დიდი დიღომი - 824 (25.71%)
  • საბურთალო - 564 (17.6%)
  • ისანი - 378 (11.79%)
  • სამგორი - 278 (8.67%)
  • გლდანი - 267 (8.33%)
  • ნაძალადევი - 264 (8.24%)
  • კრწანისი - 200 (6.24%)
  • დიდუბე - 171 (5.33%)
  • ვაკე - 139 (4.34%)
  • ჩუღურეთი - 61 (1.9%)
  • მთაწმინდა - 60 (1.87%)

აღსანიშნავია, რომ წლიურად ყველაზე დიდი პროცენტული ზრდა დაფიქსირდა კრწანისში, სადაც 89%-ით მეტი ბინა გაიყიდა, 22%-იანი ზრდაა მთაწმინდაზე, ხოლო 16%-იანი - დიდ დიღომში.

მეორე მხრივ, წლიური გაყიდვების რაოდენობის 40%-იანი კლება დაფიქსირდა ჩუღურეთში, 27%-იანი კლებაა გლდანში, 26%-იანი - დიდუბეში, ხოლო 23%-იანი - სამგორში.