130 წლის ავტომობილმა გერმანიაში ტექდათვალიერება გაიარა

ავტომობილი Benz Victori

მსოფლიოში უძველესმა ავტომობილმა Benz Victori-მ, რომელიც თითქმის 130 წლისაა, გერმანიაში ტექნიკური დათვალიერება გაიარა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

„ავტომობილი 1894 წელს არის გამოშვებული. მან ტექდათვალიერება წარმატებით გაიარა. შემოწმებისას ვერც ერთი დაზიანება და ხარვეზი ვერ აღმოაჩინეს,“ - განაცხადა მანიას მფლობელია კარლ-ჰაინც-რეკოფმა.

ავტომობილს ფაეტონს უწოდებენ მისი იერსახის გამო, ის უფრო ეტლს ჰგავს. ტექდათვალიერების შემდეგ ავტომობილი ქალაქ აინბეკის მანქანების მუზეუმში საკუთარი სვლით მიიყვანეს.

Benz Victoria Nr. 99-ს ოფიციალურად შეუძლია ქუჩაში გადაადგილება. მისი სიჩქარე 27 კმ/სთ-ს შეადგენს. ერთადერთი, რაც ამ მანქანით იკრძალება, არის ავტობანზე გადაადგილება.