1726470899
2030 წლისთვის მსოფლიოში 49 FPSO გემის ექსპლუატაციაში გაშვება იგეგმება
ნავთობზე გლობალური მოთხოვნის დაკმაყოფილებაში ოფშორული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის როლი იზრდება. 2030 წლისთვის 21 ქვეყანაში 49 მცურავი წარმოების, შესანახი და გადამზიდი გემის (FPSO) ექსპლუატაციაში გაშვება იგეგმება.
უახლოეს წლებში მოსალოდნელია, რომ ღია ზღვაში აღმოჩენილი ნახშირწყალბადების რესურსების გადამუშავების, შენახვასა და ხმელეთზე მიწოდების სამუშაოები დაჩქარდეს. გლობალური ბურღვის საქმიანობაში მიღწევები გზას გაუხსნის ინფრასტრუქტურის შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს უფრო ყოვლისმომცველ ოფშორულ საქმიანობას.
ამ მიმართულებით დაგეგმილი პროექტების რაოდენობის მატებასთან ერთად, მოსალოდნელია სექტორში ინვესტიციების ზრდაც. ბოლო წლებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებმა, მათ შორის თურქეთმა, ოფშორული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისთვის ყურადღების მიქცევა დაიწყეს.
FPSO გემები, ერთ-ერთი ასეთი ინფრასტრუქტურა, გამოიყენება ნავთობისა და გაზის ინდუსტრიაში ნახშირწყალბადების წარმოებისთვის, გადამუშავებისა და შენახვისთვის. ამჟამად მსოფლიოს 13 ქვეყანაში 55 FPSO ხომალდია რეგისტრირებული.
როგორც გამოცემა Anadolu ნორვეგიის დამოუკიდებელი კვლევითი ორგანიზაციის Rystad Energy-ის ანგარიშზე დაყრდნობით იუწყება, 2030 წლისთვის მსოფლიოს 21 ქვეყანაში სულ 49 FPSO გემი ამოქმედდება.
ამ პერიოდის განმავლობაში, ბრაზილია გეგმავს 12 FPSO გემის ექსპლუატაციაში გაშვებას, გაიანა - 6-ის და დიდი ბრიტანეთი - 4-ის. 2030 წლისთვის სამ-სამი გემი დაიწყებს წარმოებას ანგოლასა და მალაიზიაში, ორ-ორი გემი კი ნამიბიაში, ნიგერიაში, ვიეტნამში, ავსტრალიაში და კვიპროსის ბერძნულ ნაწილში.
მოსალოდნელია, რომ 2030 წლისთვის FPSO-ის თითო გემი ექსპლუატაციაში იქნება დანარჩენ 11 ქვეყანაში, მათ შორის თურქეთში.
ქვეყნებში FPSO-ების რაოდენობა 2030 წლისთვის:
ბრაზილია -12
გაიანა - 6
დიდი ბრიტანეთი - 4
ანგოლა - 3
მალაიზია - 3
ნამიბია - 2
ნიგერია - 2
ვიეტნამი - 2
ავსტრალია - 2
კვიპროსის ბერძნული თემი - 2
კანადა - 1
ფოლკლენდის კუნძულები - 1
ბულგარეთი - 1
ნორვეგია - 1
ირლანდია - 1
კონგო - 1
განა - 1
ინდოეთი - 1
ტაილანდი - 1
ახალი ზელანდია - 1
თურქეთი - 1