Fashpack-ის საერთაშორისო პლატფორმაზე საქართველო TOP 10-ში მოხვდა

ტურიზმი

Fashpack-ის საერთაშორისო პლატფორმაზე საქართველო  ტოპ 10-ში მოხვდა.  ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

2025 წელს დაჯავშნილი 10 ყველაზე პოპულარულ მიმართულებას შორის საქართველო, შრი-ლანკა, იაპონია, ფინეთი, ბორნეოს კუნძული,  ტაილანდი, ფილიპინები, კოსტა-რიკა, ახალი ზელანდია და გვატემალაა.

Flashpack-ის პლატფორმა დიდ ბრიტანეთშია ბაზირებული, პლატფორმა სოლო მოგზაურთა ტურებისა და მოგზაურობის დასაგეგმად შეიქმნა. პლატფორმაზე 40-ზე მეტი ქვეყანაა, სადაც შესაძლებელია სხვადასხვა ტურების დაჯავშნა.

პლატფორმაზე თითოეული ქვეყნის საინტერესო ტურისტული ადგილების, ტურისტული აქტივობების, ადგილობრივი სამზარეულოს შესახებ ინფორმაციაა განთავსებული.