ჰენრი VIII-ს დაკარგული ნახატი სამეფო ოჯახის წარმომადგენლის სახლში, შემთხვევით აღმოაჩინეს

ჰენრი VIII-ს დაკარგული ნახატი

ინგლისის მონარქის ჰენრი VIII-ის უაღრესად იშვიათი და მნიშვნელოვანი პორტრეტი, რომელიც 1781 წელს დაიკარგა - ბრიტანელი ჩინოვნიკის კედელზე იპოვეს დამალული.

მთელი ამ დროის განმავლობაში ნახატი ლონდონის ჩრდილოეთით ორი საათის განმავლობაში მდებარე, ერთ-ერთი სამეფო ოჯახის წევრის სახლში ეკიდა.

„როგორც ჩანს, უცნაური აღმოჩენები შეიძლება ნებისმიერ მომენტში მოხდეს,” - დაწერა ბუსიაკიევიჩმა ბლოგ პოსტში თავისი აღმოჩენის შესახებ.

„ნახატი, რომელიც წვეულებაზე დამსწრეთა უკან, მარცხენა კუთხეში ჩანს, არის ვარვიკშირის მხატვრის რალფ შელდონის შემოქმედება, რომელსაც 1590-იან წლებში დაევალა „მეფეების, დედოფლების და საერთაშორისო ფიგურების“ 22 პორტრეტის ილუსტრირება,“ - წერს ბუსიაკიევიჩი X-ზე და ფოტოს აქვეყნებს.

სავარაუდოდ, ნამუშევრების დიდი ნაწილი, "დაიფანტა 1781 წელს". ამჟამად ის მუზეუმის კოლექციურ ცენტრში შემდგომი ანალიზისთვის გადაიტანეს.

წყარო: nypost.com