1752750555
საქართველო რუსების ავიადაჯავშნებში მესამე ადგილზეა

იაფი ავიაბილეთების რუსულმა ონალინ-სერვის OneTwoTrip-მა ზაფხულში საერთაშორისო რეისებზე ფასების ზრდა მხოლოდ საქართველოს მიმართულებით ორმხრივ ფრენებზე დააფიქსირა.
ამის შესახებ რუსული „კომერსანტი” წერს.
კერძოდ, წინა წელთან შედარებით ფასებმა 11%-ით მოიმატა და 45.700 რუბლს (582 დოლარს) მიაღწია.
კიდევ ერთ რუსულ სერვის Aviasales-ის მონაცემებით, ზოგადად, რუსების მხრიდან უცხოური ავიამიმართულებების დაჯავშნების წილი, გასულ ზაფხულთან შედარებით, 4 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 44%-ს მიაღწია. საქართველო ყველაზე პოპულარულ მიმართულებებს შორის, სომხეთისა და თურქეთის შემდეგ, მესამე ადგილზეა და ბელარუსს უსწრებს.
კერძოდ, საქართველოზე საერთაშორისო რეისების 6% მოდის.
Aviasales-ის უცხოური მიმართულებების წამყვანი ხუთეული ასეთია:
- სომხეთი - საერთაშორისო რეისების 9%
- თურქეთი - 8%
- საქართველო - 6%
- ბელარუსი - 5%
- ყაზახეთი - 4%
OneTwoTrip-ის პოპულარული მიმართულებების რეიტინგში საქართველო, ასევე, წამყვან ხუთეულში, თუმცა მეოთხე ადგილზეა. კერძოდ, სერვისის მონაცემებით, ლიდერები სომხეთი და თურქეთია, რომლებზეც სათითაოდ საერთაშორისო რეისების 11% მოდის, შემდეგი კი სათითაოდ 6%-იანი წილით უზბეკეთი, საქართველო და ყაზახეთია.