1752750555
უელსი ტურისტულ გადასახადს 2027 წელს შემოიღებს

დიდი დრო გავიდა, მაგრამ უელსმა დაადასტურა, რომ ადგილობრივ საბჭოებს 2027 წლიდან ტურისტული გადასახადის შემოღების უფლებას მისცემს. გადასახადი უელსში განთავსების ღირებულებას ღამეში 1.30 ფუნტ სტერლინგს (1.50 ევროს) დაამატებს, ხოლო 18 წელზე უფროსი ასაკის პირებისთვის, რომლებიც კემპინგებსა და ჰოსტელებში გაჩერდებიან, 0.75 ფუნტ სტერლინგი (0.90 ევროს) დაემატება.
გადასახადი უელსის მასშტაბით არ გავრცელდება და რეგიონული საბჭოები გადაწყვეტენ, შემოიღონ თუ არა ის თავიანთ ტერიტორიებზე.
1752926820
Netflix-ის შემოსავლები და აქციების ღირებულება რეკორდულად გაიზარდაფილმებისა და სერიალების სტრიმინგ პლატფორმა Netflix-მა ინვესტორების მოლოდინებს გადააჭარბა და მიმდინარე წლის მეორე კვარტალში 11.1 მილიარდი დოლარის შემოსავლის მიღება შეძლო, რაც წლიურად 16%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.Netflix-ის საოპერაციო მარჟა 34.1%-ს შეადგენს, რაც ასევე დამაკმაყოფილებელი შედეგია. რაც შეეხება საერთო წლიურ შემოსავალს, კომპანიის ხელმძღვანელობის მოლოდინით, 2025 წლის შედეგი $45 მილიარდის ფარგლებში იქნება, რაც 15%-იან ზრდას მოიაზრებს.Netflix-ის ფინანსური შედეგების გაუმჯობესება ახალი და მოთხოვნადი კონტენტის შექმნას, მომხმარებლების რაოდენობის ზრდას და სერვისის ღირებულების გაძვირებას უკავშირდება.საერთო ჯამში, მიმდინარე წლის განმავლობაში Netflix-ის აქციების შეფასება 44%-ით არის გაზრდილი და კომპანიის კაპიტალიზაცია $542 მილიარდს შეადგენს, ანუ ის ამჟამად რეკორდულ ნიშნულზეა.
1752922920
საქართველო რუსების ავიადაჯავშნებში მესამე ადგილზეაიაფი ავიაბილეთების რუსულმა ონალინ-სერვის OneTwoTrip-მა ზაფხულში საერთაშორისო რეისებზე ფასების ზრდა მხოლოდ საქართველოს მიმართულებით ორმხრივ ფრენებზე დააფიქსირა.ამის შესახებ რუსული „კომერსანტი” წერს.კერძოდ, წინა წელთან შედარებით ფასებმა 11%-ით მოიმატა და 45.700 რუბლს (582 დოლარს) მიაღწია.კიდევ ერთ რუსულ სერვის Aviasales-ის მონაცემებით, ზოგადად, რუსების მხრიდან უცხოური ავიამიმართულებების დაჯავშნების წილი, გასულ ზაფხულთან შედარებით, 4 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 44%-ს მიაღწია. საქართველო ყველაზე პოპულარულ მიმართულებებს შორის, სომხეთისა და თურქეთის შემდეგ, მესამე ადგილზეა და ბელარუსს უსწრებს.კერძოდ, საქართველოზე საერთაშორისო რეისების 6% მოდის.Aviasales-ის უცხოური მიმართულებების წამყვანი ხუთეული ასეთია: სომხეთი - საერთაშორისო რეისების 9% თურქეთი - 8% საქართველო - 6% ბელარუსი - 5% ყაზახეთი - 4% OneTwoTrip-ის პოპულარული მიმართულებების რეიტინგში საქართველო, ასევე, წამყვან ხუთეულში, თუმცა მეოთხე ადგილზეა. კერძოდ, სერვისის მონაცემებით, ლიდერები სომხეთი და თურქეთია, რომლებზეც სათითაოდ საერთაშორისო რეისების 11% მოდის, შემდეგი კი სათითაოდ 6%-იანი წილით უზბეკეთი, საქართველო და ყაზახეთია.
1752921240
საუდის არაბეთი უცხოელებისთვის უძრავი ქონების შესყიდვის პროცედურას ამარტივებსსაუდის არაბეთი უცხოელებისთვის უძრავი ქონების ბაზარს ხსნის. კერძოდ, უცხოელები უძრავ ქონებაზე საკუთრების მოპოვებას გარკვეულ გეოგრაფიულ არეალებში შეძლებენ, ხოლო განსაკუთრებული პირობები წმინდა ქალაქებში, მექასა და მედინაში არსებულ უძრავ ქონებაზე გავრცელდება.ინფორმაციას საუდის არაბეთის გაზეთი, Arab News ავრცელებს.განახლებული სისტემა, რომელიც ახლახან ქვეყნის მინისტრთა კაბინეტმა დაამტკიცა, 2026 წლის იანვრიდან არასაუდელ მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, სამეფოში უძრავ ქონებას ფლობდნენ.საკუთრების მიღების მნიშვნელოვნად გამარტივებული პროცესი დიდ ქალაქებში, კერძოდ, ერ-რიადსა და ჯიდაში იქნება ხელმისაწვდომი.ამჟამად საუდის არაბეთში უძრავი ქონების შეძენაზე მნიშვნელოვანი შეზღუდვები მოქმედებს. კერძოდ, უცხოელებისთვის საკუთრების უფლება გეოგრაფიულად შეზღუდულია, ხოლო უძრავი ქონების შესაძენად ქვეყნის მთავრობის სპეციალური ნებართვა არის საჭირო.ხელისუფლების ცნობით, რეფორმის მიზანი უძრავი ქონების სექტორის ზრდის სტიმულირება და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წახალისებაა.ამასთან, საკუთრებაზე შეზღუდვები დაწესდება და უძრავი ქონების შეძენა მხოლოდ ქვეყნის გარკვეულ რეგიონებში იქნება დაშვებული.თუ რომელი გეოგრაფიული არეალები იქნება ღია უცხოური საკუთრებისთვის, ამას საუდის არაბეთის უძრავი ქონების გენერალური სამმართველო განსაზღვრავს. ახალი წესის სახელმძღვანელო პრინციპები კანონის გამოქვეყნებიდან 180 დღის განმავლობაში გახდება საჯარო, ხოლო სისტემა სრულად 2026 წლის იანვრისთვის ამოქმედდება.რეგულაციები უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესყიდვებს, სავალდებულო მოთხოვნებსა და განაცხადის წარდგენის დეტალურ პროცესს განსაზღვრავს.
1752917280
რატომ ითხოვს ესპანეთის მთავრობა ლამინე იამალის დაბადების დღის წვეულების გამოძიებასესპანეთის მთავრობამ „ბარსელონას“ ვარსკვლავის, ლამინე იამალის მე-18 დაბადების დღის წვეულების გამოძიება მოითხოვა.CNN წერს, რომ ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ცნობილმა აქტივისტთა ჯგუფმა განაცხადა, რომ ღონისძიების ორგანიზატორებმა აქონდროპლაზიის მქონე ადამიანები მხოლოდ გართობის მიზნით დაიქირავეს, რაც ესპანეთის კანონმდებლობას არღვევს.ამ ფაქტთან დაკავშირებით ესპანეთში აქონდროპლაზიითა და ძვლის სხვა დისპლაზიით დაავადებულთა ასოციაციამ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ გმობს წვეულებაზე ადამიანების გასართობად დაქირავებას.ესპანეთის სოციალური უფლებების სამინისტროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების გენერალურმა დირექტორმა, ხესუს მარტინ ბლანკომ, განაცხადა, რომ მან მოუწოდა შესაბამის ორგანოებს, დაიწყონ საჭირო გამოძიება წვეულებაზე მომხდარი ინციდენტის დასადგენად.შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელმა წვეულება კვირას, ბარსელონადან სამხრეთ-დასავლეთით 50 კილომეტრში მდებარე პატარა ქალაქ ოლიველაში, მის მიერ ნაქირავებ კერძო საკუთრებაში გამართა, რომელსაც თანაგუნდელებთან ერთად რამდენიმე ონლაინ-ინფლუენსერიც დაესწრო.
1752915420
2024 წლის ყველაზე შემოსავლიანი მუსიკალური ტურნეებიVisual Capitalist-მა 2024 წლის ყველაზე შემოსავლიანი მუსიკალური ტურნეების სია გამოაქვეყნა. რეიტინგი ბილეთების გაყიდვიდან მიღებული მთლიანი შემოსავლის მიხედვით არის შედგენილი და Pollstar-ის მიერ შეგროვებულ მონაცემებს ეყრდნობა. გაყიდვები 2023 წლის 16 ნოემბრიდან 2024 წლის 13 ნოემბრამდე პერიოდშია დაანგარიშებული.2024 წელს ბილეთების გაყიდვიდან 1 მილიარდ დოლარზე მეტის შემოსავალით, რეიტინგის ერთპიროვნული ლიდერი ტეილორ სვიფტის Eras Tour-ია. მის მიერ მიღებული შემოსავალი მეორე ადგილზე მყოფი Coldplay-ის ტურნეს შემოსავალს ორჯერ აღემატება.აღსანიშნავია, რომ Eras Tour-ი არა მხოლოდ 2024 წლის ყველაზე გაყიდვადი მუსიკალური ტურნე იყო, არამედ ის ყველა დროის ყველაზე შემოსავლიანი ტურნეცაა. საერთო ჯამში, 149 შოუსგან შემდგარმა ტურნემ 2023 და 2024 წლებში ბილეთების გაყიდვიდან 2.08 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა.გასული წელი წარმატებული აღმოჩნდა P!NK-ისთვის, ლუის მიგელისა და ბრიუს სპრინგსტინისთვისაც – თითოეულმა 2024 წლის ტურნედან ბილეთების გაყიდვით 250 მილიონ დოლარზე მეტის შემოსავალი დააგენერირა.ისეთი ისტორიული შემსრულებლები, როგორიცაა The Rolling Stones-ი, Metallica და Madonna, კვლავ უამრავ მაყურებელს იზიდავენ და, შესაბამისად, ტოპ-10-საც ავსებენ ისეთი ახალი ვარსკვლავების გვერდით, როგორებიც არიან Bad Bunny და ზაკ ბრაიანი.წყარო: forbes.ge