თხილი
რამდენით დაუფინანსებს სახელმწიფო სესხს ერთწლიანი კულტურებისა და თხილის მსხვილ მწარმოებლებს?

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, სახელმწიფო ფერმერებს ერთწლიანი კულტურების მოსაყვანად მაქსიმუმ 100 ათას ლარიან სესხს, ხოლო თხილის მსხვილ მწარმოებლებს 300 ათასი ლარის ოდენობის სესხს დაუფინანსებს.ამის შესახებ შამუგიამ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.„შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში ცვლილებებია. ჩვენ წელსაც, როგორც გასულ წელს, ფერმერებს, რომლებიც დაკავებულები არიან ერთწლიანი კულტურების მოყვანით, მივცემთ საშუალებას აიღონ სესხი. ეს სესხი იქნება კულტურების მოსაყვანად, საბრუნავი სახსრების სახით და დავუფინანსებთ ერთი წლის განმავლობაში 9%-ის ოდენობით საპროცენტო განაკვეთს, სესხის მაქსიმალური ოდენობა იქნება 100 ათასი ლარი. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მხარში დავუდგეთ ფერმერებს ამ ნაწილში, ერთწლიანი კულტურების მოვლა - მოყვანაში საჭირო ხარჯების დაფინანსებაში. აქვე, მინდა აღვნიშნო, რომ პროგრამა გაითვალისწინებს თხილის მწარმოებელი ფერმერებისთვის მხარდაჭერასაც. იცით, რომ ვეხმარებით ფერმერებს სუბსიდიის სახით ერთ ჰექტარზე 500 ლარით, ვისაც აქვს, არაუმეტეს, 3 ჰექტრის ოდენობის თხილის ბაღი, ეს პროგრამა კი გაითვალისწინებს უფრო დიდი ფართობების მქონე ფერმერებისთვის მხარდაჭერას, სესხის საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირების სახით და აქ სესხის მაქსიმალური ლიმიტი იქნება 300 ათასი ლარი ერთ ბენეფიციარზე“, - განაცხადა შამუგიამ.

1711543300

სოფლის მეურნეობა
საქართველომ სოფლის მეურნეობის სფეროში შესაძლოა, დამატებითი მხარდაჭერა მიიღოს

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარების და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელის, ნიკოლას სენდროვიჩის განცხადებით, შესაძლოა, საქართველომ სოფლის მეურნეობის სფეროში დამატებითი მხარდაჭერა მიიღოს, რათა შესაბამისობაში მოვიდეს ევროკავშირის სურსათის უვნებლობის წესებთან და ევროკავშირის „ფერმიდან – ჩანგლამდე“ სტრატეგიასთან.ამის შესახებ მან სოციალურ მედიაში მოქალაქეების მიერ დასმული კითხვების საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ქვეყნის მიერ კანდიდატის სტატუსის მიღების გამო, სოფლის მეურნეობის გაცოცხლებასა და საქართველოს სოფლის მოსახლეობის დახმარებას შეეხებოდა.„სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სფეროში, საქართველოს კანდიდატის სტატუსი ნიშნავს, რომ მას საერთო სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის ინტეგრირებისთვის მზადების პროცესში მეტი დაფინანსების მიღება შეუძლია. ზოგადად, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნები სოფლის მეურნეობის სფეროში მხარდაჭერას და შეღავათებს იღებენ, როგორც გაწევრიანების წინა დახმარების ნაწილს. ასე რომ, საქართველომ, შესაძლოა, დამატებითი მხარდაჭერა მიიღოს, რათა შესაბამისობაში მოვიდეს ევროკავშირის სურსათის უვნებლობის წესებთან და ევროკავშირის „ფერმიდან – ჩანგლამდე“ სტრატეგიასთან, რომელიც მწვანე შეთანხმების ფარგლებში შექმნილია, რომ სასურსათო სისტემები სამართლიანი, ჯანსაღი და მდგრადი გახდეს. საქართველოს ასევე შეუძლია ბაზარზე სასარგებლო წვდომა მოიპოვოს. ახალი რეგულაციების შესრულების დაჩქარება, რომელიც უზრუნველყოფს სურსათის უვნებლობის და ხარისხის მენეჯმენტის შესაბამისობას ევროკავშირის სტანდარტებთან, საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქციის საერთაშორისო და ევროკავშირის ბაზრებზე წვდომას ხელს შეუწყობს. საქართველოს შეუძლია ისარგებლოს სოფლის განვითარების ინიციატივებით, რადგან ევროკავშირი სოფლის განვითარებას დიდ ყურადღებას აქცევს. როგორც ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყანამ, საქართველომ შეიძლება მიიღოს იმ ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც მიზნად ისახავს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, მდგრადი სოფლის მეურნეობის ხელშეწყობას და სოფლად ცხოვრებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას. ევროკავშირის საერთო სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის შესაბამისად, ევროკავშირი ასევე ხელს უწყობს მდგრადი მეურნეობის პრაქტიკას. გაწევრიანების პროცესმა უნდა წაახალისოს საქართველო, მიიღოს ზომები, რომლებიც ხელს შეუწყობს პასუხისმგებლობიანი აგრო ეკოსისტემების განვითარებას, რაც სოფლის მიმზიდველობას შეინარჩუნებს, ფერმერებისთვის სამართლიან შემოსავალს და ასევე სასურსათო უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.უფრო მეტიც, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნები ხშირად იღებენ მხარდაჭერას სასწავლო და შესაძლებლობების გაძლიერების პროგრამებისთვის, რომლებიც ფერმერების, სოფლის მეურნეობის სპეციალისტების და ამ სფეროში პოლიტიკის შემქმნელების უნარებისა და ცოდნის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. ამან შეიძლება სოფლის მეურნეობის სექტორის მოდერნიზაციას და ეფექტიანობას ხელი შეუწყოს. ეს ყველაფერი საქართველოს სოფლის მეურნეობასა და სურსათის წარმოებას დაეხმარება. და თუ გავითვალისწინებთ საქართველოს პროდუქციის ხარისხს, მოუთმენლად ველი, რომ უფრო მეტი ეს პროდუქცია ევროკავშირის მაღაზიების თაროებზე დავინახო“, - განაცხადა ნიკოლას სენდროვიჩიმ.

1710917170

ჰერბია
„გაზაფხული-ზაფხულის განმავლობაში მთლიანად ქართულ ბაზარზე ვიქნებით ორიენტირებული“ - „ჰერბია“

მწვანილისა და ბოსტნეულის მწარმოებელი კომპანიის „ჰერბია“ წარმოებული პროდუქტის რეალიზაციას ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე გეგმავს.როგორც კომპანიის დირექტორი ზურაბ ჯანელიძე  „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, ადგილზე ბოსტნეულის დიდი სიმცირეა, რის გამოც გადაწყდა, რომ  თითქმის მთელი რესურსი, დაახლოებით 95%  ქართულ ბაზარზე გაიყიდოს. ექსპორტზე კი აქცენტი, წლის მეორე ნახევარში ბულგარეთზე გაკეთდება.რაც  შეეხება 2023 წლის ტენდენციას, როგორც '„ჰერბიას“ დირექტორი აღნიშნავს, გასულ წელს პროდუქტი ექსპორტზე საერთოდ არ გასულა. თუმცა 2022 წელს მცირე რაოდენობა, 5%-ის ფარგლებში გერმანიაში, ჰოლანდიასა და ბულგარეთში გაიყიდა.„პანდემიის შემდგომი პერიოდიდან ბოსტნეულზე მოთხოვნა გაიზარდა, რაც „ჰერბიას“ გაყიდვებზეც ადეკვატურად აისახება. წლიდან წლამდე სტაბილური ზრდა გვაქვს და ამ ტემპს წელსაც შევინარჩუნებთ. დროებით ვამბობთ უარს მასშტაბური ექსპორტის განხორციელებაზე, გაყიდვები ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე იქნება მიმართული, რადგან მოთხოვნა ზრდადია. გაზაფხული-ზაფხულის განმავლობაში მთლიანად ქართულ ბაზარზე ვიქნებით ორიენტირებული, შემოდგომის პირს კი მცირე ნაწილს უკვე ევროპის ბაზარზე გავიტანთ, ძირითადად ბულგარეთში, სადაც ჩვენს პროდუქტს კარგად იცნობენ და მაღალი ნდობითაც ვსარგებლობთ. რაც მთავარია,  უწყვეტობის კუთხით აქ არ გვაქვს პრობლემა, სხვა ქვეყნებისგან  განსხვავებით ნაკლებად პრეტენზიული ბაზარია,  მაშინაც, როცა მიწოდებაში შეიძლება წყვეტა გვქონდეს“, - აცხადებს ზურაბ ჯანელიძე.მიმდინარე წლის გეგმასთან დაკავშირებით ჯანელიძე აცხადებს, რომ დაახლოებით 20-25%-იანი ზრდა იქნება. ხოლო პროდუქციის ჯამური მოცულობა სავარაუდოდ 2000 ტონას გადააჭარბებს, რაც წინა წლის მაჩვენებელს მცირედით აღემატება.როგორც ცნობილია, კომპანიამ გასულ წელს ბაზარზე ახალი პროდუქტი, დაჭრილი მწვანილები და სალათის ფურცლების მიქსი გამოიტანა, რითაც რამდენიმე ქსელური მარკეტი მარაგდება. ჯანელიძის ინფორმაციით, აღნიშნულ მიმართულებას წარმოების დაახლოებით 25% უჭირავს.„დაჭრილი მწვანილის ხაზი საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა. ჩვენი დიასახლისების დიდი ნაწილი ცოტა დროს ატარებს სახლში, უმეტესობა დასაქმებულია, ამიტომ  დროის დაზოგვის თვალსაზრისით გამზადებული პროდუქტის შეძენა მნიშვნელოვანია, ამიტომ მოთხოვნაც მატულობს, რასაც ჩვენი წარმოებაც ადეკვატურად პასუხობს. არ გამოვრიცხავ, მომავალში ამ მიმართულებით უფრო გავაძლიეროთ მუშაობა“, - აცხადებს ზურაბ ჯანელიძე.ცნობისთვის, „ჰერბია“ მაღალტექნოლოგიური საწარმო წყალტუბოში მდებარეობს. კომპანია  30-მდე დასახელების მწვანილს და ბოსტნეულს აწარმოებს და 200-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული.

1710764071

მონადირეობა
საქართველოში უკანონო ნადირობის 700-მდე ფაქტი გამოვლინდა

ნადირობის სეზონი დასრულდა, თუმცა გასული წლების მსგავსად სექტორში გამოწვევები მრავლადაა, სამონადირეო მერნეობების ფინანსური პრობლემების გარდა, დარღვევების არაერთი შემთხვევა ფიქსირდება, რაც ძირითადად აკრძალული იარაღით ან და აკრძალულ სახეობებზე ნადირობას, მომზიდავი ელექტონული მოწყობილობების გამოყენებას და სალიცენზიო პირობების დარღვევას უკავშირდება.საქართველოში სულ 13 სამონადირეო მეურნეობა არსებობს, ხოლო გასულ სეზონზე, უკანონო ნადირობის 700-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 4 სისხლის სამართლის დანაშაულად კვალიფიცირდა, დანარჩენი კი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად. ამასთან, აღსანიშნავია, რომ აკრძალული იარაღით ნადირობის 344 ფაქტია გამოვლენილი.გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული სტატისტიკა, რომელიც 2023 წლის 19 აგვისტოდან 2024 წლის 1 მარტის ჩათვლით პერიოდს მოიცავს, ასე გამოიყურება:🔵 სულ, სამართალდარღვევების რაოდენობა -  691🔵 უკანონო ნადირობა (სისხლის სამართალი)  - 4🔵 ნადირობა აკრძალული იარაღით, მეთოდით ან საშუალებით - 344🔵 ნადირობა გადამფრენ ფრინველებზე მოსაკრებლის გარეშე - 214🔵 ნადირობა გადამფრენ ფრინველებზე ქალაქის ან მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე - 10🔵 იმ სახეობაზე ნადირობა, რომელზეც აკრძალულია - 27🔵 ნადირობა აკრძალული იარაღით, მეთოდით ან საშუალებით - 92🔵 ჩამორთმეული ე.წ. მანოკების რაოდენობა - 372🔵 ჩამორთმეული სანადირო თოფების რაოდენობა - 141გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის უფროსი, მაია ჩხობაძე „ბიზნესპარტნიორთან”  აცხადებს, რომ დეპარტამენტი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ახდენს კონტროლს და სამწუხაროდ სამართალდარღვევის ფაქტები საკმაოდ ხშირია.„დეპარტამენტმა გააძლიერა მუშაობა, არა მხოლოდ ადამიანური რესურსით, არამედ მონიტორინგის პროცესში სმარტ ტექნოლოგიების გამოყენებით. თუ გადავხედავთ, ძირითადად სამონადირეო მეურნეობები კახეთში, ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, ქარელსა და რაჭაშია. ამ ტერიტორიებზე თუ კარგად განვითარდება სამონადირეო ტურიზმი და სამონადირეო მეურნეობაშიც სწორად წარიმართება პროცესები, აქ განვითარებული ეკოტურიზმი საკმაოდ კარგი შემოსავლის მომტანი შეიძლება იყოს ქვეყნისთვის”, -აცხადებს მაია ჩხობაძე.ცნობისთვის, სამონადირეო მეურნებაში დაშვებულია მხოლოდ ცხოველებზე ნადირობა, მის გარეთ კი გადამფრენ ფრინველზე, მონადირეს სეზონის მანძილზე მხოლოდ 10 ლარიანი ქვითრის შეძენა უწევს.სამონადირეო მეურნეობების შექმნის მიზანი გარეულ ცხოველთა სახეობების დაცვა, გამრავლება, მათი საბინადრო პირობების უზრუნველყოფა და ორგანიზებული ნადირობის დაგეგმვაა.

1710763935

ხე-ტყ
ხე-ტყის უკანონო ჭრისათვის სასჯელი გამკაცრდება - პრემიერი სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების საჭიროებაზე

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მკაცრდება - ამის შესახებ პრემიერმა დღეს, 11 მარტს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.ირაკლი კობახიძის თქმით, ეს არ არის უფრო ნაკლები დანაშაული, თუ სხვა მძიმე დანაშაულებთან შევადარებთ."რამდენიმე ადამიანმა მომმართა მე პირადად ამ საკითხზე. იყო ინფორმაცია, რომ კონკრეტულ რეგიონებსა და ხეობებში იჭრება ტყეები. მე არ მაქვს კონკრეტული მტკიცებულებები და ვერ ვიტყვი, რამდენად მართალია ეს ინფორმაციები, მაგრამ ჩვენ გვჭირდება მაქსიმალური ყურადღება იმისთვის, რომ მოხდეს ასეთი შესაძლო დანაშაულების პრევენცია. მე მინდა, რომ [გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის] სამინისტრომ და ძალოვნებმა შესაბამისი ყურადღება დაუთმონ ამ საკითხს. ძალიან მძიმე დანაშაულია ხე-ტყის უკანონო მოპოვება. არა ნაკლებ მძიმე დანაშაულია, სხვა მძიმე დანაშაულებს, რომ შევადაროთ, იქიდან გამომდინარე რომ ნადგურდება სტრატეგიული რესურსი ჩვენი მომავალი თაობებისთვის.აქედან გამომდინარე, უნდა შევიმუშაოთ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები, რომლის საფუძველზეც გამკაცრდება სასჯელები დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო ჭრასთან დაკავშირებით. ამ კანონპროექტზე მუშაობას დაუყოვნებლივ დავიწყებთ", - განაცხადა პრემიერმა.შეგახსენებთ, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისთვის სასჯელი ბოლოს, 2018 წელს გამკაცრდა. მაშინ, ცვლილებები შევიდა როგორც სისხლის, ასევე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსშიც. 

1710313506

ჭიაყელების ბიო-ფერმა
საქართველოში ჭიაყელების ბიო-ფერმა ამოქმედდება - „მოთხოვნა წარმოებაზე 10-ჯერ მეტია“

„მოთხოვნა წარმოებაზე 10-ჯერ მეტია“ - როგორც კომპანია „მაკრო პრიმის“ დამფუძნებელი, გურამ გეჯაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ აცხადებს, ეკოლოგიურად სუფთა ორგანულ სასუქზე მოთხოვნა ძალიან გაზრდილია და ის ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნის დაკმაყოფილებას ვერ ასწრებს.გურამ გეჯაძე: წლიურად დაახლოებით 150 ტონა სასუქს ვაწარმოებთ. წლიდან წლამდე მოთხოვნა მკვეთრად მატულობს. წელს მაგალითად, მოთხოვნა წარმოებაზე 10-ჯერ მეტია, ამიტომ ექსპორტზე გატანა ჯერჯერობით არც კი მოიაზრება.სასუქის რეალიზაცია ხდება როგორც ქსელურ მაღაზიებში - „კარფურში“, „გორგიაში“, „დომინოში“, ისე ფერმერებთან. 1 კილოგრამი მყარი სასუქი 1,2 ლარი ღირს, ხოლო თხევადი - 6 ლარი. მაღაზიებში კი ფასი განსხვავებულია. გურამ გეჯაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე ჰყავს ჭიაყელების გარკვეული რაოდენობა, რომლებიც სასუქის წარმოებისთვის გამოიყენება, მაგრამ სამომავლოდ ჭიაყელების ბიო-ფერმის გაკეთებას გეგმავს.„ჭიაყელებით ცილის, პროტეინის წარმოება მოხდება, როგორც საკვები დანამატი მეცხოველეობაში. როგორც კი რაღაც მასშტაბზე გავალ, რომ გამოიხშიროს, ფერმას აუცილებლად გავაკეთებ“ - ამბობს ის.ჭიაყელების მიერ გადამუშავებული მსხვილფეხა პირუტყვის ფერმენტირებული ნაკელი უნიკალური პროდუქტია, რომლის ინტენსიური გამოყენება აღადგენს გამოფიტულ და ქიმიურად დაბინძურებულ ნიადაგს და მნიშვნელოვნად ზრდის მოსავლიანობას. ასეთი სასუქის გამოყენებით ეკოლოგიურად სუფთა საკვები პროდუქტი მიიღება.„მაკრო პრიმმა“ წარმოება 2011 წლიდან დაიწყო. საწარმო გარდაბნის რაიონის სოფელ კრწანისში მდებარეობს.

1709812585

ფერმა
ცოცხალი ცხოველები და ცხოველური წარმოშობის პროდუქტები 7.1%-ით გაიაფდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 3 პროცენტით შემცირდა.მათი განმარტებით, აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო ცოცხალი ცხოველების და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ღირებულების 7.1 პროცენტიანი კლებით, რამაც -3.99 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.„წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი შემცირდა 4.6 პროცენტით. ინდექსის კლება, ძირითადად, გამოწვეული იყო ერთწლოვანი კულტურების ღირებულების 25.2 პროცენტიანი კლებით, რაც -5.22 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში მრავალწლოვანი კულტურების ღირებულება გაიზარდა 4.3 პროცენტით, რამაც 1.18 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში“, - აღნიშნულია „საქსტატის“ ინფორმაციაში.

1709632321

ცხვარი
ქვეყნები, სადაც ცხვრების რაოდენობა ადამიანებს აღემატება

ბოლო ინფორმაციით, მსოფლიოში საშუალოდ, 1.2 მილიარდი ცხვარია. ამის მთავარი კონტრიბუტორი კი ჩინეთია, რომელსაც ცხვრების ყველაზე დიდი პოპულაცია ჰყავს. შესაბამისად, კონტინენტების მიხედვითაც, ყველაზე მეტი ცხვარი, გლობალური პოპულაციის 42% აზიაში ცხოვრობს, 31% - აფრიკაში, 11% - ევროპაში, 8.1% - ოკეანეთში, ხოლო 7% ამერიკის ორივე კონტინენტზე ერთად.2019 წლისთვის ჩენეთში 187 მილიონი ცხვარი, გლობალური პოპულაციის 15% ირიცხებოდა. მაღალია ცხვრების რაოდენობა ინდოეთში, ავსტრალიაში, სუდანში, ირანსა და ახალ-ზელანდიაშიც. ცხვრების მაღალი რაოდენობა ამ ქვეყნებში ცხვრის პროდუქტებზე მაღალ მოთხოვნას პასუხობს. 2018 წელს ჩინეთში ცხვრისა და ბატკნის 2.7 მილიონი ტონა ხორცი მოიხმარეს. ცხვრის ხორცზე მაღალია მოთხოვნა ყაზახეთშიც, სადაც ერთი ადამიანი წლის განმავლობაში 8.2 კგ ხორცს მოიხმარს.თუმცა განსხვავებით ქვეყნებისა, რომელთა მოსახლეობაც მაღალია, იქნება ეს ჩინეთი თუ ინდოეთი, ისეთ ქვეყნებსაც ვხვდებით, სადაც ცხვრის პოპულაცია ადამიანების რაოდენობას აღემატება. ასეთია, მაგალითად, ავსტრალია, სადაც ერთ სულ მოსახლეზე 3.3 ცხვარი მოდის.ამ ქვეყანათა ჩამონათვალს მიეკუთვნებიან:ნამიბია - 1.08 ცხვარი ერთ სულ მოსახლეზეირლანდია - 1.1 ცხვარი ერთ სულ მოსახლეზემავრიტანიის ისლამური რესპუბლიკა - 1.8 ცხვარი ერთ სულ მოსახლეზეისლანდია - 1.2 ცხვარი ერთ სულ მოსახლეზეურუგვაი - 2.9 ცხვარი ერთ სულ მოსახლეზეუელსი - 3 ცხვარი ერთ სულ მოსახლეზემონღოლეთი - 4.5 ცხვარი ერთ სულ მოსახლეზეახალი ზელანდია - 5.1 ცხვარი ერთ სულ მოსახლეზესავარაუდოა, რომ ახალ ზელანდიაში ცხვრებისა და ადამიანების ეს შეფარდება მომავალ წლებში ვერ შენარჩუნდება, რადგან ცხვრის პოპულაცია ქვეყანაში წლიდან წლამდე დრამატულად მცირდება. თუ 1982 წელს აქ 70 მილიონი სული ცხვარი ფიქსირდებოდა, 2020 წელს მათი რაოდენობა 26 მილიონამდე შემცირდა.ასევე არსებული პროგნოზით, ჩინეთი ცხვრების რაოდენობით გლობალური ლიდერის ტიტულს მომავალი წლების განმავლობაშიც შეინარჩუნებს. 

1709542800

ძროხა
ცხოველის ჯილეხით სიკვდილის შემთხვევაში მეპატრონეები სახელმწიფოსგან ფულად კომპენსაციას მიიღებენ - სეს

ცხოველის ჯილეხით სიკვდილის შემთხვევაში მეპატრონეები სახელმწიფოსგან ფულად კომპენსაციას მიიღებენ - ინფორმაციას ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.უწყების ცნობით, კომპენსაციის გადახდისა და ოდენობის განსაზღვრის შესახებ წესი 2024 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა (საქართველოს მთავრობის №332 დადგენილება).ჯილეხით ცხოველთა სიკვდილის შემთხვევაში კომპენსაციის მიღებას მხოლოდ ის პირები შეძლებენ, რომელთა პირუტყვიც იდენტიფიცირებულია საყურე ნიშნით და აღრიცხულია ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მიკვლევადობის ეროვნულ სისტემაში (NAITS) და ისინი, რომლებსაც ცხოველის ვაქცინაცია/რევაქცინაციაზე უარი არ აქვთ ნათქვამი."ცხოველის მფლობელი/მომვლელი ვალდებულია, ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს. კომპენსაცია გაიცემა ჯილეხის ლაბორატორიულად დადასტურების შემთხვევაში.კომპენსაცია არ გაიცემა თუ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში (ცხოველის ჯილეხის საწინააღმდეგო ვაქცინაცია/რევაქცინაცია) პასუხისმგებელმა პირმა უარი განაცხადა ცხოველის ვაქცინაციაზე და არსებობს სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ გაკეთებული ჩანაწერი პასუხისმგებელი პირის მხრიდან უარის განცხადების თაობაზე.კომპენსაციის ოდენობას განსაზღვრავს და გასცემს სურსათის ეროვნული სააგენტო.გადაწყვეტილებას სააგენტოს მიერ შექმნილი კომისია იღებს, ჯილეხით ცხოველის სიკვდილის დადასტურებიდან ერთი თვის ვადაში", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.კომპენსაციის ახალი წესის ამოქმედება შესაძლებელი გახდა ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მიკვლევადობის ეროვნულ სისტემის (NAITS) პროექტის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ერთობლივი მუშაობის შედეგად. NAITS-ის ფინანსური მხარდამჭერები არიან შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა (ADC).დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ცხელ ხაზზე - 1501.დაავადება ჯილეხის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ: https://nfa.gov.ge/Ge/AnimalDiseases/Details/2 

1709024855

ქართული ნიგოზი
„ქართული ნიგოზი მასობრივად გამოჩნდა ადგილობრივ ბაზარზე“

2023 წელს საქართველოში წარმოებული კაკლის მოსავალი გაიზარდა. გასული წელი იყო განსხვავებული, იქიდან გამომდინარე, რომ სუპერმარკეტებში წელს ქართული კაკალი მასობრივად იყო წარმოდგენილი.როგორც  ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა ანა ქევხიშვილმა განუცხადა, იმპორტიორებს ჰქონდათ მოლოდინი, რომ გასულ წელს კაკალზე მოთხოვნა იმ რაოდენობის არ იქნებოდა, რაც რეალურად დადგა, შესაბამისად, მოთხოვნა ქართული წარმოების კაკლით შეივსო. ქევხიშვილის თქმით, ადგილობრივი ნედლეული წლიდან წლამდე სულ უფრო და უფრო მეტი იქნება.„ქართული კაკალი ადგილობრივ ბაზარზე რითეილში მოხვდა, იქიდან გამომდინარე, რომ მოთხოვნა იმაზე მეტი იყო, ვიდრე ამას იმპორტიორები ელოდნენ. საკმარისი იმპორტირებული ნედლეულით არ იყო ბაზარი, დეფიციტი შეიქმნა და ამან გამოიწვია ფასების ზრდა ადგილობრივ ბაზარზე. წელს შედარებით დასტაბილურებული იყო ფასები. რაც უფრო იმატებს რაოდენობა, ფასებთან მიმართებაში, უახლოვდება საერთაშორისო ბაზარზე არსებულ ლოგიკურ ფასს“, - აღნიშნა ანა ქევხიშვილმა. გასულ წელს ქართული კაკალი ექსპორტზე გავიდა სომხეთში, აზერბაიჯანსა და გალფის ქვეყნებში. კაკალი ექსპორტზე გავიდა ასევე დუბაიში, საიდანაც ინდოეთში ჩაიტანეს პროდუქცია. როგორც ჩვენი რესპონდენტი აღნიშნავს, ამ ეტაპზე ქართული კაკალი ევროპის ქვეყნებში არ გადის ექსპორტზე და იმედოვნებენ, რომ 2024-2025 წელი ევროკავშირში ქართული კაკლის გატანის წელი იქნება.„2023 წლის მოსავლიდან ექსპორტები განხორციელდა, ვერ გეტყვით, რომ ეს არის კოლოსალური რაოდენობები, თუმცა ეს იყო საცდელი და საინტერესო ბაზრები. დიდი იმედი გვაქვს. რომ გვექნება მათთან ვაჭრობის მხრივ სახელმწიფოსგან მხარდაჭერა და ხელშეწყობა. ევროკავშირის ქვეყნებში ჯერ არ განხორციელებულა, ეს ყველა მწარმოებლის მიზანია და ამაზე ჩვენც მაქსიმალურად კონცენტრირებულები ვართ. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ 2024-25 წელი იქნება ევროკავშირში ქართული კაკლის გატანის წელი“, - დასძინა მან.რაც შეეხება ფასს, გასულ წელს ქართული წარმოების კაკლის ფასი 8-იდან 12 ლარამდე მერყეობდა. როგორც ქევხიშვილი ამბობს, ახალი წლის პერიოდში ფასი შედარებით იზრდება, შემდეგ კი რეგულირდება.„ახალი წლის პერიოდი, როდესაც ყველაზე დიდი რაოდენობით კაკალი გამოიყენება და დიდი რაოდენობის ჩურჩხელის გამზადება ხდება საქართველოში, მკვეთრად მოქმედებს ფასის გაზრდაზე. ფასი, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია ხარისხზე, როგორი მოვლილია, დასეტყვილია თუ არა, რომელი ჯიშია და ა.შ. მასიურად წელს ფასი უფრო ნაკლები იყო, ვიდრე შარშან იმავე პერიოდში“, - განაცხადა ქევხიშვილმა.რაც შეეხება იმპორტულ კაკალს, იმპორტულზე ფასი დაეცა იმიტომ, რომ მაღალი სეგმენტის პროდუქციის არჩევანის საშუალება ადრე თუ არ ჰქონდა მომხმარებელს, ახლა ეს დეფიციტი ქართულმა კაკალმა შეავსო.„ბაზარზე წელს იყო პირველი შემთხვევა, როცა მასიურად გამოჩნდა ქართული ნიგოზი და მომხმარებელს გაუჩნდა არჩევანის საშუალება, თუ აქამდე იმპორტული იმდენი იყო, რომ ქართული მწირი რაოდენობის გამო ფიზიკურად ვერ ჩანდა, წელს უკვე მომხმარებელს არჩევანის საშუალება გაუჩნდა - გადაიხადოს მეტი და ჰქონდეს განსხვავებული ხარისხის კაკალი“, - ამბობს ქევხიშვილი.რაც შეეხება კონკურენციას, ქართული კაკალი ფასის ჭრილში იმპორტირებულს კონკურენციას ვერ უწევს, იქიდან გამომდინარე რომ იმპორტირებული უფრო იაფია, თუმცა ხარისხობრივად ქართული კაკალი უკეთესია.„ქართული კაკალი ფასის ჭრილში ვერ უწევს კონკურენციას იმპორტულს. ეს არის ორი განსხვავებული პროდუქტი. საქართველოში არ შემოდის იმ ხარისხის ნედლეული, მიუხედავად იმისა, რომ არის საერთაშორისო ბაზარზე ჩვენი წარმოებულის ხარისხის იდენტური კაკალი, მაგრამ ის უფრო მაღალფასიანია, ამიტომ, ადგილობრივ ბაზარზე ხდება დაიმპორტება ძირითადად დაბალფასიანი - ეს არის ჩინური, უზბეკური, უკრაინული, ნიგოზი, მას ვერ გაუწევს კონკურენციას ქართული და არც არის საჭირო, იმიტომ რომ აბსოლუტურად სხვადასხვა ხარისხობრივ პროდუქტზე გვაქვს საუბარი. ხარისხობრივ ჭრილში ქართული გაცილებით აჭარბებს ისევე, როგორც ფასში“, - განაცხადა ანა ქევხიშვილმა.ცნობისთვის, 2023 წელს კომერციული ბაღებიდან ფერმერებმა 2,500 ტონა კაკლის (ჩანდლერი) მოსავალი მიიღეს. კაკლის გამოსავლიანობა (ნიგოზი) 48% იყო.

1709017930

ცხვრის ფარა
მატყლს არანაირი ფასი არ აქვს და მისი გადაყრა გვიწევს - მეცხვარეთა ასოციაცია

„მატყლს ვყრით, ფასი არ აქვს“, - აცხადებს მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე ბექა გონაშვილი.მისი თქმით, ის კომპანიები, რომლებსაც ქართული მატყლი ექსპორტზე გააქვთ, პროდუქტს მინიმალურ ფასად იბარებენ, აქედან გამომდინარე, მეცხვარეები მის გადაყრას ამჯობინებენ.„მეცხვარეობის კუთხით საქართველოში მატყლის საკითხია ძალიან დიდი პრობლემა. მატყლს არანაირი ფასი არ აქვს და მისი გადაყრა გვიწევს. ვისაც ექსპორტზე მიაქვს, ძალიან დაბალ თანხას იხდიან, არადა როგორც ვიცი, სამჯერ მეტს შოულობენ ექსპორტით“, - აღნიშნა ბექა გონაშვილმა. ამის გარდა, გონაშვილი მეცხვარეთა ასოციაციის მომავალ გეგმებზე საუბრობს. მისი თქმით, აპირებენ, რომ მატყლი ბიოსასუქად გადაამუშავონ და ექსპორტზე სწორედ ამ ფორმით გაიტანონ.„ჩემი აზრით, მატყლის ბიოსასუქად გადამუშავებაა საჭირო. ჩვენ გვაქვს პროექტის იდეა და უკვე ვმუშაობთ ამ საკითხზე, მაგრამ საკმაოდ დიდი სახსრებია საჭირო. მატყლის ბიოსასუქად გადამუშავებას დანადგარები სჭირდება, რომლებიც დაახლოებით 300-350 ათასი ევრო ღირს. ამიტომაა ეს საკითხი პრობლემური. ევროპაში უკვე აქტიურად იყენებენ მატყლს ბიოსასუქად და ჩვენი მიზანიც სწორედ მიღებული პროდუქტის ექსპორტზე გატანაა. სხვა კუთხით, ქართული მატყლის გამოყენება თითქმის შეუძლებელია, მისი სიუხეშიდან გამომდინარე“, - ამბობს მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე.

1708687023

სოფლის მეურნეობა
სოფლის მეურნეობაში საგადასახადო შეღავათების ეკონომიკური ეფექტიანობის ანალიზი მომზადდა

2023 წელს, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერით სოფლის მეურნეობის სექტორში საგადასახადო შეღავათების ეკონომიკური ეფექტიანობის ანალიზი დაიწყო.ამის შესახებ ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის მოხსენებაშია ნათქვამი, რომელიც „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტისთვის წარსადგენად მომზადდა.„კვლევა ფაქტობრივად უკვე დასრულებულია და სულ მალე შესაძლებელი გახდება ამ კვლევის გასაჯაროება. დაგეგმილია მსგავსი ხასიათის კვლევების განხორციელება სხვა სექტორებსა და შეღავათებზე, რომლის შედეგების მიხედვით, შესაძლებელი იქნება მათ ეტაპობრივ ოპტიმიზაციაზე მსჯელობის დაწყება“, - წერია დოკუმენტში.შეგახსენებთ: 2020 წლიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ აქტიური მუშაობა დაიწყო საგადასახადო დანახარჯების ანუ კანონით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათების ანალიზზე.2022 წლიდან ყოველწლიურად ბიუჯეტს თან ერთვის დამატებული ღირებულების, მოგებისა და საშემოსავლო გადასახადების დანახარჯები, რომლებმაც 2022 წელს, დაახლოებით, 3.8 მლრდ ლარი შეადგინა.საბიუჯეტო კოდექსის ცვლილების მიხედვით, აღნიშნული დოკუმენტი გახდა საბიუჯეტო პროცესის ნაწილი და ყოველ წელს მისი განახლებული ვერსია საბიუჯეტო დოკუმენტაციას ერთვება.საგადასახადო შეღავათები ბიუჯეტს ₾4 მილიარდამდე უჯდება.

1708512431