აშშ-მა ვიზების გაცემაზე უარის თქმის მიზეზთა სიას კიბო, სიმსუქნე და დიაბეტი დაამატა

მსოფლიო 1763126999
ვიზა

აშშ-ის ადმინისტრაციამ ვიზაზე უარის თქმის საფუძვლების სიაში კიბო, სიმსუქნე, დიაბეტი და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები შეიტანა. სახელმწიფო დეპარტამენტმა შესაბამისი დირექტივა მსოფლიოს მასშტაბით აშშ-ის დიპლომატიურ მისიებს 6 ნოემბერს დაუგზავნა, რომელიც The Washington Post-მა მოიპოვა.

სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს მიერ ხელმოწერილი დირექტივის თანახმად, ვიზების ოფიცრები ვალდებული არიან, განმცხადებლების ჯანმრთელობის მდგომარეობა განიხილონ.

შესწორების მიზეზად „ასობით ათასი დოლარის მკურნალობის ხარჯი” სახელდება, რომელსაც “გარკვეული სამედიცინო მდგომარეობები, მათ შორის, გულ-სისხლძარღვთა და რესპირატორული დაავადებები, კიბო, დიაბეტი, მეტაბოლური და ნევროლოგიური დაავადებები, ასევე, ფსიქიკური ჯანმრთელობის დარღვევები შეიძლება, მოითხოვდეს.“