Drinks International–მა, მსოფლიოში 50 ყველაზე პატივსაცემი ვისკი დაასახელა

მსოფლიო 1730272513
ვისკი

ამერიკული ვისკის ბრენდი Michter's, რომელიც ეკუთვნის Chatham Imports-ს, Drinks International-ის მიხედვით 2024 წლის „მსოფლიოში ყველაზე პატივსაცემი ვისკის რეიტინგში“ ლიდერობს. ამის შესახებ გამოცემის ვებგვერდი იტყობინება.

მსოფლიოში ყველაზე პატივსაცემი ვისკის ტოპ 50 პირველად Drinks International-მა 2021 წელს გამოაქვეყნა. 2024 წელს გამოცემა რეიტინგს მეოთხედ აქვეყნებს.

საუკეთესოს დასადგენად Drinks International-მა ჩამოაყალიბა ვისკის დამოუკიდებელი ექსპერტების აკადემია მთელი მსოფლიოდან. თითოეულმა ექსპერტმა უნდა შეარჩიოს თავისი თვალსაზრისით 10 ყველაზე საინტერესო ბრენდი ისეთი მახასიათებლების მიხედვით როგორიცაა სტაბილურობა, ფასი და ხარისხი, ასევე ბრენდის სიძლიერე.

Michter's არის უძველესი დისტილერია შეერთებულ შტატებში, რომელიც დაარსდა 1753 წელს და ცნობილია თავისი მაღალი ხარისხის ამერიკული ვისკით. ბრენდს აქვს მდიდარი ისტორია, გადაურჩა აკრძალვის პერიოდს და დიდ დეპრესიას შეერთებულ შტატებში. Michter's აღორძინდა 1990-იან წლებში და მას შემდეგ ამერიკული ვისკის ოსტატობის სიმბოლოდ იქცა.

Michter's-ის გარდა, ვისკის ყველაზე პატივცემული ბრენდებში შედის:

  • Yamazaki, იაპონია
  • Chichibu, იაპონია
  • Springbank, შოტლანდია
  • Johnnie Walker, შოტლანდია
  • Woodford Reserve, აშშ
  • Hibiki, იაპონია
  • The Balvenie, შოტლანდია
  • Uncle Nearest, აშშ
  • Bruichladdich, შოტლანდია

rbc