1730984410
შვედი მინისტრი - შვედეთის მთავრობა საქართველოს მთავრობასთან პირდაპირ თანამშრომლობას აჩერებს
შვედეთის მთავრობა აჩერებს საქართველოს მთავრობასთან პირდაპირ თანამშრომლობას, - ამის შესახებ განცხადებას შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრი, ბენჟამინ დოუსა აცხადებს.
მისი თქმით, "საქართველოში განვითარებული მოვლენები დიდი ხანია საგანგაშოა".
"საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ შაბათს გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევები ამას ადასტურებს. მცდელობები, ხელი შეეშალოს ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებას თავისი დემოკრატიული როლის შესრულებაში, კერძოდ, შემზღუდავი კანონმდებლობით, ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს ეწინააღმდეგება. აქედან გამომდინარე, მთავრობა აჩერებს შვედეთ-საქართველოს მთავრობის პირდაპირ თანამშრომლობას, რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება, მათ შორის საქართველოს საგადასახადო ორგანოსთან“, - აცხადებს ბენჟამინ დოუსა.
მისივე თქმით, საქართველოს ევროკავშირთან კვლავ დაახლოების შემთხვევაში, შესაძლოა ურთიერთობები განახლდეს.
Sweden Herald-ის ცნობით, საქართველოსთვის შვედეთის დახმარება წელიწადში 200 მილიონ კრონს შეადგენს. წელს, 25 მილიონი ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებას გამოეყო.
1730962176
1730968829
მიხეილ ლომთაძე Bloomberg-ის მილიარდერების რეიტინგში დაბრუნდა - როგორია ბიზნესმენის ქონებაყაზახური ფინტექ პლატფორმის „კასპის“ დამფუძნებელი მიხეილ ლომთაძე Bloomberg-ის მსოფლიოს 500 მილიარდერების რეიტინგში დაბრუნდა.განახლებული მონაცემებით, ლომთაძე Bloomberg-ის მილიარდერებს შორის ამჟამად 497-ე ადგილს იკავებს, მისი ქონება კი 6.29 მილიარდ დოლარს შეადგენს.ცნობისთვის, 49 წლის ბიზნესმენი Bloomberg-ის მილიარდერების სიას 2024 წლის 21 სექტემბრის მას შემდეგ გამოეთიშა, რაც მისი კომპანიის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას აქციების ფასის მკვეთრი ვარდნა მოჰყვა.უფრო კონკრეტულად, საუბარია Culper Research-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე, სადაც ნათქვამი იყო, რომ ფინტექს „ამერიკელი ინვესტორები და მარეგულირებლები სისტემურად შეჰყავდა შეცდომაში“.ინფორმაციას მალევე გამოეხმაურა მიხეილ ლომთაძე და სოციალურ ქსელში დაწერა, რომ Culper Research-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის „არაზუსტი“ და მიზნად ისახავს „ინვესტორების დაბნევას“.Culper Research-ის კვლევის გავრცელების შემდეგ, 19 სექტემბერს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე ლომთაძის კომპანიის აქციების ფასი თითქმის 20%-ით დაეცა. Forbes-ის მონაცემების მიხედვით კი 22 სექტემბერს მისი ქონება 5.2 მილიარდ დოლარს შეადგენს, რითაც Forbes-ის მილიარდერების რეიტინგში 581-ე ადგილზე იყო, Bloomberg-ის რეიტინგში კი ვეღარ ხვდებოდა.რაც შეეხება Forbes-ის ამჟამინდელ მაჩვენებლებს, ლომთაძის ქონება 5.8 მილიარდი დოლარით არის შეფასებული, რითაც რეიტინგში კვლავ 581-ე ადგილს იკავებს.ცნობისთვის, მიხეილ ლომთაძე Bloomberg-ის რეიტინგში პირველად 2021 წლის ოქტომბერში მოხვდა, მაშინ, როდესაც მისმა ქონებამ 5 მლრდ დოლარს გადააჭარბა. რამდენიმე თვეში, ლომთაძე Bloomberg-ის სიაში აღარ იძებნებოდა, თუმცა 2023 წლის აგვისტოში ისევ დაბრუნდა. შემდეგ თვეში ლომთაძის ქონება შემცირდა და შესაბამისად, რეიტინგს რამდენიმე თვის განმავლობაში „გაეთიშა“.
1730963350
რა მიზეზებით ვერ აბარებენ მსურველები ქალაქში მართვის მოწმობის პრაქტიკულ გამოცდასრადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორმა ირაკლი იზორიამ იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც მართვის მოწმობის აღების მსურველები ქალაქში პრაქტიკულ გამოცდას ვერ აბარებენ.მისი თქმით, წარუმატებლობის პირველი და უმთავრესი მიზეზი ადამიანების მოუმზადებლობა და შესაბამისი ცოდნის არქონაა. როგორც მან აღნიშნა, თანხების უქონლობის გამო, ბევრი მსურველი უბრალოდ საერთოდ არ არის მომზადებული ამ გამოცდისთვის.„ბევრი ადამიანი მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდისთვის მომზადებას გადის მხოლოდ დახურულ სასწავლო მოედანზე და ისე ცდილობს ჩაბარებას, რომ ქალაქში მანქანით არც კი არის გასული. პრაქტიკული გამოცდის მეორე ნაწილი, ვიცით, რომ არის ქალაქში და ამისთვის მომზადება, თეორიის ტესტებთან და დახურულ მოედანზე სწავლებასთან ერთად, დამატებითი ხარჯია. ერთი გაკვეთილი დაახლოებით 30, 45 ან 50 ლარი ღირს, რომელიც 30-40 წუთი გრძელდება.ის, თუ რამდენი გაკვეთილი იქნება საჭირო ქალაქში მოძრაობის სწავლისთვის, ინდივიდუალურია. ზოგს შეიძლება 2 ან 5 გაკვეთილი დასჭირდეს, ზოგს 10 და აქ, რა თქმა უნდა, ხარჯებიც გასათვალისწინებელია. ბევრს არ აქვს სათანადოდ მომზადებისთვის საჭირო თანხა“, - განაცხადა ირაკლი იზორიამ.მან ქალაქების გზებზე არსებულ სირთულეებზეც გაამახვილა ყურადღება და ისიც აღნიშნა, რომ იშვიათად, თუმცა არის შემთხვევები, რომლის დროსაც გამოუცდელი მძღოლი წესების დარღვევას, ფაქტობრივად, ვერ ასცდება.„რა თქმა უნდა, ქალაქში გამოცდის ჩაბარება ბევრად რთულია, ვიდრე მოედანზე. რეალურ პირობებში ხშირად არის შემთხვევა, რომ ქვეითი ან სხვა მანქანა გიჭრის გზას და ადამიანი, რომელიც არ არის შეჩვეული ქალაქში მანქანის მართვას, შესაბამისად ვერ რეაგირებს ხოლმე.სწრაფად დამუხრუჭებაც ერთ-ერთია იმ მიზეზებს შორის, რის გამოც ხდება ქულების ჩამოკლება. არსებობს მოსაზრება, რომ ქალაქის გამოცდაზე ადამიანებს ძალით ჭრიან, მაგრამ ჩვენ როცა გვისაუბრია იმ მოქალაქეებთან, ვინც გამოცდა ვერ ჩააბარა, ხშირად აღმოჩენილა, რომ მათ არ ჰქონდათ გავლილი ქალაქში სწავლება. არის ბევრი სიტუაცია, რომლისთვისაც ადამიანი მომზადებული უნდა იყოს და გასაუბრებისას გარკვეულა, რომ მარლაც მათი ბალი იყო.თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ ქალაქებში არის გარკვეული ადგილები, სადაც შეუძლებელია არ დაარღვიო მოძრაობის წესები. ადამიანები ამბობენ ხოლმე, რომ ისეთ ადგილებში გვატარეს, წესებს აუცილებლად დავარღვევდითო. მაგალითად, ეს ეხება ადგილს, სადაც ერთ დღეს შეიძლება იდგეს კონკრეტული ნიშანი და მეორე დღეს აღარ. ასეთი ადგილების არსებობასაც ვერ უარვყოფთ.გზაზე ახლად გასული მძღოლისთვის, ასევე პრობლემაა მოპედების მოძრაობა, რომლებიც, ფაქტობრივად, ყველა თავისუფალ სივრცეში გადაადგილდებიან. მე პირადად, მინახავს, როგორ გადმოუჭრა ავტობუსის ზოლიდან მოპედმა გზა საგამოცდო მანქანას და ძალიან მცირე მანძილით ავცდით საგზაო შემთხვევას“, - აღნიშნა ირაკლი იზორიამ.როგორც მან განმარტა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სტატისტიკა, რომ მართვის მოწმობის გამოცდაზე გასული ადამიანების მხოლოდ 50% ახერხებს ტარების უფლების მოპოვებას, ნეგატიურია, რადგან ეს სწორედ შესაბამისი ცოდნის არქონაზე მიუთითებს.
1730962908
„ტრამპის მიზანია, რომ ქვეყანაში დაბრუნდეს ჩინეთში გადასული ამერიკული ბიზნესი“ - როგორია ტრამპის ეკონომიკური პოლიტიკაბოლო წლებში ამერიკის შეერთებული შტატები ადგილობრივმა ბიზნესებმა დატოვეს. მათ წარმოება ჩინეთში გადაიტანეს, რასაც ქვეყანაში სამუშაო ადგილების შემცირება მოჰყვა. ფაქტით უკმაყოფილო იყო შტატების მოსახლეობა. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან მათმა ნაწილმა სამსახური დაკარგა. დონალდ ტრამპი პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს ცდილობდა, ბიზნესები ეიძულებინა ქვეყანაში დაბრუნებულიყვნენ. 2024 წელსაც მისი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება სწორედ ამ საკითხს უკავშირდებოდა. ამერიკის მცოდნე გიორგი ლაბაძე ტრამპის გამარჯვების მთავარ მიზეზად მის ეკონომიკურ პოლიტიკას ასახელებს.„გლობალიზაციის პირობებში ძალიან ბევრი ამერიკული საწარმო ამერიკიდან გავიდა. ამერიკული ბიზნესის 30% გადავიდა ჩინეთში, რამაც გამოიწვია ის, რომ სამუშაო ადგილები დაკარგეს ამერიკელებმა. მართალია ეკონომიკის მანუფაქტურის სერვისზე გადაწყობა მოხდა, მაგრამ ამერიკის ეკონომიკური მდგრადობა ერთგვარად შეირყა. ამას მოყვა უკმაყოფილება. ტრამპის გამარჯვების ერთ-ერთი მიზეზიც სწორედ ეს არის, რომ ის ითხოვს ქვეყანაში დაბრუნდეს ჩინეთში გადასული ამერიკული ბიზნესი. ამას პრეზიდენტობის პირველ ვადაში საკმაოდ ხისტად აკეთებდა. აიძულებდა სხვადასხვა კომპანიებს, რომ დაბრუნებულიყვნენ ქვეყანაში ან მაღალ ტარიფებს უწესებდა. ასეთ ეკონომიკურ პოლიტიკას უნდა ელოდოს მსოფლიო ამერიკისგან, რომ ისინი ეცდებიან ბიზნესები დააბრუნონ უკან“, - აცხადებს გიორგი ლაბაძე.ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში მოსალოდნელია, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ნავთობის მოპოვების მასშტაბი გაზარდოს. ცნობილია რესპუბლიკელების პოზიცია. ისინი მხარს უჭერენ ამერიკული წარმოების გაზრდას. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ამერიკისმცოდნეობის დოქტორანტი გიორგი ლაბაძე აცხადებს, რომ ამით მსოფლიო ნავთობის ბაზარზე საწვავის ფასები დარეგულირდება.„ამერიკაში ნავთობის მოპოვებამ დაასტაბილურა ფასები. შემდგომში ეს დაეხმარა ამერიკას, რომ საგარეო ბაზარზე უფრო აგრესიული ყოფილიყო. აღარ იყო დამოკიდებული ავტოკრატების ნავთობზე და ზოგადად მსოფლიო ბაზარზე. ამერიკისთვის მსოფლიო ნავთობის ბაზარზე ფასების ზრდა არის არასტაბილურობის მომენტი. ამერიკა მსოფლიო სავაჭრო წესრიგის მაკონტროლებელი ძირითადი ქვეყანაა. ამერიკის მოქალაქეს ყოველთვის ურჩევნია დაბალი ფასი გადაიხადოს ნავთობში. რუსეთს, ირანსა და ვენესუელას აქვთ მაღალი რესურსი, რომ თავიანთ ხალხზე მოახდინონ ზეწოლა და დაიმორჩილონ ისინი. საბოლოოდ გამოდის, რომ ნავთობის ფასების ცვლილებით და გაზრდით, ამერიკის საგარეო პოლიტიკაში და გეოსტრატეგიულ ურთიერთობებში პრობლემები იქმნება. ტრამპი პრეზიდენტობის პირველი ვადის დროსაც ამას აკეთებდა და ახლაც მისი დაპირება იყო, რომ დაიწყებს ნავთობის მოპოვებას პენსილვანიაში, სადაც გაიმარჯვა. ასევე ტეხასში გააგრძელებს ნავთობის მოპოვებას. ეს არის იმის წინაპირობა, რომ დასტაბილურდეს ნავთობის ფასები. ისეთ ქვეყნებს, როგორიც არის მაგალითად რუსეთი, აღარ შეუვათ იმდენი შემოსავალი, რაც აქვს დღეის მდგომარეობით. მაგალითად, საუდის არაბეთის ნავთობკომპანიამ 187 მილიარდი დოლარის მოგება ნახა 2023 წელს. ეს იყო მაღალი ფასების შედეგი. შემდგომში საუდის არაბეთი გახდა დამოუკიდებელი მოთამაშე და აღარ აინტერესებს ამერიკის როლი რეგიონში, აღარ აინტერესებს ისრაელის უსაფრთხოება, აღარ აინტერესებს არაფერი თავისი თავის გარდა. რესპუბლიკელები დიდი ალბათობით ფასებს დაარეგულირებენ“, - აცხადებს გიორგი ლაბაძე.
1730962160
7 ნოემბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოშიგარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 7 ნოემბერს საქართველოში ამინდი განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან მოქმედი ცივი ჰაერის მასებით.კერძოდ, საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი.სოხუმი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +13°.ბათუმი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +14°.ქობულეთი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +14°.ქუთაისი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +16°.ზუგდიდი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +15°.ანაკლია: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +14°.ოზურგეთი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +15°.ონი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +9°.გორი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +11°.ცხინვალი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +10°.თბილისი: უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: +13°.მარნეული: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +12°.რუსთავი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +13°.ახალციხე: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +8°.ბორჯომი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +7°.ბაკურიანი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +3°.სტეფანწმინდა: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +3°.თელავი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +12°.
1730877292
10 ქვეყანა, სადაც მოგზაურები დაგეგმილზე მეტს ხარჯავენტურისტების უმეტესობის მოგზაურობის ბიუჯეტი, როგორც წესი, შემოიფარგლება გარკვეული თანხით, რომელიც მათ შეუძლიათ შვებულებაში დახარჯვა. თუმცა, ზოგიერთ ქვეყანაში თქვენი ბიუჯეტის გადაჭარბების რისკი გაცილებით მაღალია.ტურისტული კომპანიის Good Travel Management-ის ბოლოდროინდელმა კვლევამ აჩვენა, რომ ყველაზე ხშირად ბრიტანელი ტურისტები ფინეთში სტუმრობისას უფრო მეტ ფულს ხარჯავენ დასასვენებლად, ვიდრე დაგეგმილი ჰქონდათ - საშუალოდ დღეში 45 გირვანქა სტერლინგით (დაახლოებით €54) მეტს. კერძოდ, საუბარია კვების, სასმლისა და ტრანსპორტის ხარჯებზე.აღნიშნულია, რომ ეს ქვეყანა ცნობილია თავისი ულამაზესი პეიზაჟებითა და ცხოვრების მაღალი ხარისხით, მაგრამ ასევე აქვს რეპუტაცია, რომ აქვს ცხოვრების მაღალი ღირებულება. მაგალითად, ევროკომისიის მონაცემებით, ფინეთში ალკოჰოლის ფასები ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე 102%-ით მაღალია.რეიტინგში მეორე ადგილი დაიკავა მექსიკამ, სადაც ტურისტები დაგეგმილზე საშუალოდ 39 გირვანქა სტერლინგით (დაახლოებით 47 ევრო) მეტს ხარჯავენ, ხოლო მესამე ადგილი ეგვიპტეს ერგო საშუალო დღიური გადასახადით 36 გირვანქა სტერლინგი (დაახლოებით 43 ევრო).10 ქვეყანა, სადაც მოგზაურები დაგეგმილზე მეტს ხარჯავენ: ფინეთი მექსიკა ეგვიპტე ნორვეგია იაპონია ტუნისი მაროკო ავსტრია ჩეხეთი ტაილანდი