ოქროს მიმდინარე საბაზრო ღირებულება ამ მომენტისთვის საერთაშორისო ბირჟებზე 1251 აშშ დოლარს შეადგენს.
ბიტკოინი 2008 წელს შეიქმნა და წარმოადგენს ვირტუალურ /კრიპტოგრაფიულ ვალუტას, რომლის შექმნა კომპიუტერული ქსელის საშუალებით და რთული მათემატიკური პროცესების შედეგად ხორციელდება. ბიტკოინის ყიდვა ტრადიციული ვალუტის გაცვლით არის შესაძლებელი. მისი დამახასიეთებელი მთავარი ფაქტორი არის ის, რომ რომელიმე ცენტრალური ინსტიტუტის ან ორგანიზაციის მიერ არ გაიცემა. შესაბამისად, ბაზარზე დამატებითი ბიტკოინების გამოჩენით, ვალუტას გაუფასურება არ ემუქრება.