• Ƀ/$

ბიტკოინი ორ კრიპტოვალუტად გაიყო

2 აგვისტო 15:34, 2017 წელი | ეკონომიკა

პროცესს, სახელწოდებით "Hard fork” ("მძიმე ჩანგალი"), ბიტკოინის - მსოფლიოს ყველაზე დიდი ვირტუალური კრიპტოვალუტის - ორ ნაწილად გაყოფა მოჰყვა. ამან გამოიწვია კრიპტოვალუტის ფასის კლება დაახლოებით 2 700 დოლარამდე.

ბიტკოინის ორი კონკურენტი მას შემდეგ გამოჩნდა, რაც მისი მხარდამჭერები ვერ შეთანხმდნენ მისი პროგრესისთვის საჭირო საუკეთესო გზაზე.


გასულ კვირას ბიტკოინის ძირითადი დეველოპერები კრიპტოგრაფიული ვალუტის ფუნქციონირების ახალი გზის მიღებაზე შეთანხმდნენ: რაკი ეს ტექნოლოგია ღია წყაროა, მისი კოდი შეიცვალა მომხმარებელთა შორის კონსენსუსის მიღწევის საფუძველზე.



ახლახან წამყვანმა მოთამაშეებმა (კომპანიებმა) მიიღეს ახალი ტექნოლოგია - Segwit2x. თუმცა, ბოლო დღეების განმავლობაში, კონკურენტმა სისტემამ ახალი კრიპტოვალუტა - Bitcoin Cach - შეიმუშავა.
ბიტკოინი, რომელიც თითქმის რამდენიმე ათეული წელია არსებობს, ცდილობს, გაუმკლავდეს ბოლოდროინდელი პოპულარობის ტალღას - წლის დასაწყისში მისი ღირებულება დაახლოებით £ 750 იყო, ამჟამად კი - £ 2,000-ია.



ბიტკოინის გაყოფამ გამოიწვია მისი ტრანზაქციების ბუმი, რომელთან გამკლავებასაც ეს ტექნოლოგია ცდილობს. ბიტკოინის ტრანზაქციები დასრულდება იმ შემთხვევაში, თუ დაემატება "ბლოკი" ბლოკჩეინის მონაცემთა ბაზას, რომლითაც ბიტკოინის გარიგებები აღირიცხება. თუმცა ამჟამად "ბლოკების" რაოდენობა შეზღუდულია 1 მბ-დე ყოველ 10 წუთში.



"Hard fork"-ის შემდეგ, ბიტკოინის ფასი შედარებით სტაბილური დარჩა. ამჟამად, Bitcoin Cach-ის ღირებულება ბიტკოინის ფასის მხოლოდ ნაწილს შეადგენს - 1 Bitcoin Cach დაახლოებით 400 დოლარი ღირს.



თუმცა, ეს ძალიან სპეკულაციურ ღირებულებად რჩება. Bitcoin Cach ღირებული მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ მოვაჭრეები კვლავაც გამოიყენებენ მას. ზოგიერთის შეფასებით კი, ახალი კრიპტოვალუტა შესაძლოა, გაუფასურდეს.


სხვა სიახლეები