• Ƀ/$

რუსეთში რიგით მოკვდავებს ბიტკოინების შეძენას აუკრძალავენ

28 აგვისტო 13:51, 2017 წელი | ეკონომიკა

რუსეთის ფინანსთა სამინისტრო ფიზიკური პირებისთვის ბიტკოინების მიყიდვის აკრძალვას გეგმავს. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ალეკსეი მოისეევმა ტელეკომპანია „როსია 24“-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, სამინისტრო კრიპტოვალუტის დანარჩენ ფინანსურ აქტივებთან გათანაბრებას გეგმავს და მოსკოვის ბირჟაზე მათ რეალიზაციას როსფინმონიტორინგის კონტროლქვეშ აპირებს.


ამასთანავე, კრიპტოვალუტის შეძენა-გაყიდვაზე წვდომა მხოლოდ კვალიფიციურ ინვესტორებს ექნებათ.


სხვა სიახლეები