• Ƀ/$

ჩინეთი ბიტკოინს ძირავს

15 სექტემბერი 20:02, 2017 წელი | ეკონომიკა

ღამის თორმეტი საათიდან ჩინეთში მოქმედ ბირჟებს, რომლებიც კრიპტოვალუტებში ახორციელებენ ოპერაციებს, ახალი მომხმარებლების რეგისტრაცია ეკრძალებათ.

ამის შესახებ ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Caixin ავრცელებს ინფორმაციას, რომელიც უკვე გაეცნო შესაბამის დოკუმენტს. თუმცა, ჩინეთის ხელისუფლებას აღნიშნული დოკუმენტი ოფიციალურად ჯერ არ გამოუქვეყნებია.

გარდა ამისა, 20 სექტემბრისთვის ჩინეთის ყველა ბირჟა უნდა იყოს მზად კრიპტოვალუტის ბაზრიდან გასასვლელად.

ჩინეთის ორმა უმსხვილესმა კრიპტობირჟამ BTCChina და ViaBTC განაცხადეს, რომ ფუნქციონირებას 30 სექტემბრიდან წყვეტენ.

სააგენტო Caixin–ის მონაცემებით კრიპტობირჟების ყველა საკვანძო მონაწილე (მათ შორის აქციონერები) ქლვეყანაში უნდა დარჩეს და ითანამშრომლოს სახელმწიფოსთან.

ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა 4 სექტემბრიდან აკრძალა ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების შედინება, რომლებიც კრიპტოვალუტის წარმოებაზე იქნება მიმართული.

15 სექტემბერს 1 ბიტკოინის ფასი 6,7%–ით შემცირდა და 3274 აშშ დოლარი შეადგინა. რამდენიმე დღის წინ ბიტკოინის ფასმა რეკორდულ 5000 აშშ დოლარს გადააჭარბა.


მსგავს თემაზე:

კრიპტოვალუტა და ხელისუფლება. გამოიწვევს თუ არა ვალუტის ვირტუალიზაცია მთავრობების ჩამოშლას?


ბიტკოინი ორ კრიპტოვალუტად გაიყო


კრიპტოვალუტების მსოფლიო ბაზრის მოცულობამ $160 მილიარდს გადააჭარბა


კრიპტოვალუტებიდან მომდინარე 5 ძირითადი საფრთხე



სხვა სიახლეები