ინფორმაციას ajaratv.ge ავრცელებს.
საქართველოს მოქალაქეების თქმით, თურქი მებაჟეები მეზობელ ქვეყანაში გადასვლის საშუალებას არ აძლევენვ და აკრძალვის მიზეზებსაც არ განმარტავენ.
საქართველოს შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის განცხადებით, ინციდენტის მიზეზი, სავარაუდოდ, დიდი რაოდენობით სიგარეტის გადატანის ფაქტი გახდა. ხატია მოისწრაფიშვილის თქმით, თურქი მებაჟეები ქართველებს საშუალებას არ აძლევდნენ, ნეიტრალურ ზონაში ნაყიდი სიგარეტი მეზობელ ქვეყანაში გადაეტანათ.
ათობით მოქალაქე ამ დრომდე სარფში რჩება. ისინი საკითხის დროულად მოგვარებას ითხოვენ.