ამის შესახებ "პირველს" კომპანიის წარმომადგენელმა გუკა რჩეულიშვილმა უთხრა.
"ვადასტურებ, რომ "ცენტრ პოინტი" გაიყიდა. ეს არის ზეპირი შეთანხმება, იურიდიული საკითხიც მალე მოგვარდება. ახალი მფლობელის შესახებ ინფორმაციას არ ვასაჯაროებ, რადგან მეორე მხარე კონფიდენციალურობის დაცვას ითხოვს. მთავარი პირობა ძალაშია - დაზარალებულები უნდა დაკმაყოფილდნენ", - განაცხადა რჩეულიშვილმა.
12 ივლისს ცნობილი გახდა, რომ "ცენტრ პოინტი" თბილისში არსებული 6 საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის დასრულების პროცესს უახლოეს პერიოდში დაიწყებს.
"ცენტრ პოინტის" საქმის დაზარალებულები ზარალის ანაზღაურებას ამ დრომდე ითხოვენ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ "ცენტრ პოინტის" საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს 4-4 წლით პატიმრობა შეუფარდა.