• Ƀ/$

ბოშამ კაცს „ნაღდი ბიტკოინები“ მიჰყიდა

4 ოქტომბერი 14:44, 2017 წელი | საზოგადოება

რუსეთში, კალუგის ოლქში ბოშამ ადგილობრივს „ნაღდი ბიტკოინების“ რამდენიმე მონეტა მიჰყიდა. ამის შესახებ თაღლითობის მსხვერპლის ცოლმა სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, ქმარმა „ბიტკოინები“ „ინტელიგენტურად გამოწყობილი ბოშასგან შეიძინა“ ქალაქის მთავარი უნივერმაღის გვერდით.


„ჩემმა ქმარმა ბიტკოინის ორი მონეტა 1000 რუბლად იყიდა. სახლში რომ მოვიდა, აღმოაჩინა, რომ მონეტები ყალბია და მათი გაყიდვა შეუძლებელია“, – წერს დაზარალებულის ცოლი.


მისივე თქმით, გამყიდველმა დაზარალებული დაარწმუნა, რომ ბიტკოინი მუდმივად ძვირდება და ნოემბერში ამ ორი ბიტკოინით რამდენიმეათასიან მოგებას ნახავდა.


სხვა სიახლეები