საქსტატის მონაცემებით, მან 180 მილიონ ლარს მიაღწია, მაშინ როცა, 2015 წელს ინვესტიციების ოდენობა 80 მილიონ ლარამდე იყო, ხოლო 2014 წელს 110 მილიონ ლარს აჭარბებდა. შესაბამისად, გასული წლის მონაცემები 2-ჯერ აღემატება წინა წლის მონაცემებს და მნიშვნელოვნად აღემატება გასული წლების შესაბამის მაჩვენებელს.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2016 წელს სურსათის და სასმელების წარმოების სექტორში 18%-ითაა გაზრდილი დამატებული ღირებულების მაჩვენებელი, რაც დარგში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებულ ინდიკატორს წარმოადგენს. ასევე 30%-ით არის გაზრდილი ინვესტიციები სურსათისა და სასმელების წარმოების მიმართულებით, რაც მომავალში დარგის მეტად განვითარებას შეუწყობს ხელს.