• Ƀ/$

ჩინეთში კრიპტობირჟები დღეიდან დაიხურა. ბიტკოინიმა 30% დაკარგა

5 ოქტომბერი 18:09, 2017 წელი | კრიპტოეკონომიკა

კრიპტოვალუტის ყველა ჩინური ბირჟა ვალდებულია, დღეიდან შეწყვიტოს ფინანსური ოპერაციები. ხელისუფლების მოთხოვნით, ისინი ვალდებული არიან, მთავრობის შესაბამის უწყებას ყველა კლიენტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ.

ბიტკოინის კურსმა ოფიციალური პეკინის ამ გადაწყვეტილებაზე არნახული რეაგირება მოახდინა – ჩინურ სავაჭრო პლატფორმებზე მყისიერი ვარდნა 30%-ით.


ბიტკოინი, ასევე, დაეცა კრიპტოვალუტის სხვა ბირჟებზეც. ვარდნამ იქ, საშუალოდ, 15-20% შეადგინა.
„უოლ სტრიტ ჯორნალის“ ცნობით, ჩინეთის ხელისუფლებამ შეიძლება დაბლოკოს ჩინელი მომხმარებლებისთვის უცხოურ ბიტკოინ-ბირჟების საიტებზე წვდომა.


ჩინეთის კრიპტოვალუტების ბირჟები 30 სექტემბრიდან საერთოდ შეწყვეტს არსებობას.


15 სექტემბერს ღამის თორმეტი საათიდან ჩინეთში მოქმედ ბირჟებს, რომლებიც კრიპტოვალუტებში ახორციელებენ ოპერაციებს, ახალი მომხმარებლების რეგისტრაცია აეკრძალათ.


ჩინეთის ხელისუფლების მაშინდელი გადაწყვეტილებით, 20 სექტემბრისთვის ჩინეთის ყველა ბირჟა უნდა ყოფილიყო მზად კრიპტოვალუტის ბაზრიდან გასასვლელად.


ჩინეთის ორმა უმსხვილესმა კრიპტობირჟამ - BTCChina და ViaBTC განაცხადეს, რომ ფუნქციონირებას 30 სექტემბრიდან წყვეტენ.


სააგენტო Caixin-ის მონაცემებით, კრიპტობირჟების ყველა საკვანძო მონაწილე (მათ შორის აქციონერები) ქვეყანაში უნდა დარჩეს და სახელმწიფოსთან ითანამშრომლოს.


ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა 4 სექტემბრიდან აკრძალა ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების შედინება, რომლებიც კრიპტოვალუტის წარმოებაზე იქნება მიმართული.


ამ მომენტისთვის მსოფლიო ბირჟებზე 1 ბიტკოინი 3.924,2 აშშ დოლარი ღირს.


სხვა სიახლეები