საქსტატის ინფორმაციით, 2016 წელს დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიურმა ხელფასმა 940 ლარი შეადგინა, რაც 2015 წლის მონაცემზე 4,4%-ით მეტია.
კერძოდ, 2016 წელს სამეწარმეო სფეროში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 938,3 ლარი იყო, არასამეწარმეო სფეროში - 943 ლარი, სახელმწიფო სექტორში - 855,2 ლარი და არასახელმწიფო სექტორში - 990,9 ლარი.