უცხოური მედიის ცნობით, ბიტკოინის ფასის ავარდნას ინფორმაცია უძღოდა წინ, რომლის თანახმადაც ჩინეთში, შესაძლოა, მთავრობის მხრიდან ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე გაგრძელდეს ბიტკოინებით ვაჭრობა.
შედეგად, ერთ დღეში ბიტკოინის საბაზრო კურსი 500 აშშ დოლარით – 9,2%-ით გაიზარდა. გუშინდელმა ზრდამ 13% შეადგინა.
ბიტკოინის ფასის ზრდის ტენდენციის განახლებას თვეზე ნაკლები დასჭირდა, მას შემდეგ, რაც ჩინეთმა კრიპტოვალუტის ბირჟები აკრძალა. ჩინეთის, რუსეთისა და ევროკავშირის მხრიდან ბიტკოინების ემისიაზე შეზღუდვების დაწესების გამო 2 კვირის განმავლობაში ბიტკოინმა 40% დაკარგა – მისი კურსი 5000-დან 3000 აშშ დოლარამდე დაეცა.
მსგავს თემაზე:
ჩინეთში კრიპტობირჟები დღეიდან დაიხურა. ბიტკოინიმა 30% დაკარგა
ბოშამ კაცს „ნაღდი ბიტკოინები“ მიჰყიდა