• Ƀ/$

1 ბიტკოინი 6 000 დოლარს მიუახლოვდა

13 ოქტომბერი 12:12, 2017 წელი | კრიპტოეკონომიკა

დღეს დილით ბიტკოინმა ახალი რეკორდი დაამყარა – ის პირველად ისტორიაში 5 874 აშშ დოლარად ივაჭრებოდა.

უცოური მედიის ცნობით, ბიტკოინის ფასის ავარდნას ინფორმაცია უძღოდა წინ, რომლის თანახმად ჩინეთში, შესაძლოა, მთავრობის მხრიდან ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე გაგრძელდეს ბიტკოინებით ვაჭრობა.


შედეგად, ერთ დღეში ბიტკოინის საბაზრო კურსი 500 აშშ დოლარით – 9,2%–ით გაიზარდა. გუშინდელმა ზრდამ 13% შეადგინა.


ბიტკოინის ფასის ზრდწის ტენდენციის განახლებას თვეზე ნაკლები დასჭირდა, მას შემდეგ, რაც ჩინეთმა კრიპტოვალუტის ბირჟები აკრძალა. ჩინეთის, რუსეთისა და ევროკავშირის მხრიდან ბიტკოინების ემისიაზე შეზღუდვების დაწესების გამო 2 კვირის განმავლობაში ბიტკოინმა 40% დაკარგა – მისი კურსი 5000–დან 3000 აშშ დოლარამდე დაეცა.


მანამდე საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ბიტკოინების ლეგიტიმურობა აღიარა, რამაც კრიპტოვალუტის ბაზარი გამოაცოცხლა.


მსგავს თემაზე:

ჩინეთში კრიპტობირჟები დღეიდან დაიხურა. ბიტკოინიმა 30% დაკარგა



სხვა სიახლეები