• Ƀ/$

პოპულარულმა Discovery channel-მა ქართულ ღვინოზე ვიდეორგოლი მოამზადა

17 ოქტომბერი 12:41, 2017 წელი | ეკონომიკა

ერთ-ერთმა ყველაზე რეიტინგულმა უცხოურმა არხმა Discovery channel-მა ქართული ღვინის შესახებ ვიდეორგოლი "საქართველო მეღვინეობის აკვანი" მოამზადა.

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტელეკომპანიის კლიპი საქართველოს შესახებ ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მილიონობით მაყურებელმა უკვე იხილა.


ვიდეორგოლში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ქართული კულტურის, ღვინის დამზადების ტრადიციის, ქვევრისა და ქართული სტუმართმოყვარეობის შესახებ საუბრობს.


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, Discovery channel-ის ვიდეორგოლში ტურისტულად მიმზიდველი ადგილებია ნაჩვენები.


ვიდეორგოლი გერმანიაში, დიდი ბრიტანეთში, შვედეთში, დანიაში, ფინეთში, იტალიაში, ესპანეთში, პოლონეთში, უნგრეთში, რუმინეთში, ბულგარეთში, სერბეთში, სლოვენიაში, ხორვატიაში, ესტონეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში გავრცელდა.


ვიდეოკლიპი საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში, ღვინის ცივილიზაციის ცენტრში Cité des Civilisations Du Vin, მიმდინარე გამოფენას ეძღვნება. გამოფენა სახელწოდებით „საქართველო - მეღვინეობის აკვანი“ 31 ივლისს გაიხსნა და ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება. საქართველო პირველი მიწვეული ქვეყანაა, რომელმაც ღვინის ცივილიზაციის ცენტრში მევენახეობა-მეღვინეობის გამოფენათა ციკლი გახსნა და ღვინის ცივილიზაციის მუზეუმის საპატიო მასპინძელი გახდა. ბორდოს ღვინის ცივილიზაციის ცენტრში საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან, უნიკალური არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ნიმუშებია წარმოდგენილი, რომლებიც ადასტურებს, რომ საქართველო უდავოდ უძველესი ღვინის ცივილიზაციის ქვეყანაა.
 


სხვა სიახლეები