• Ƀ/$

ბიტკოინი 7-ათასიან ნიშნულს მიუახლოვდა

2 ნოემბერი 19:14, 2017 წელი | კრიპტოეკონომიკა

ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტის ბიტკოინის კურსს 7 000-იან ნიშნულამდე რამდენიმე დოლარი აშორებს.

ბიტკოინის ასეთ გაძვირებას ექსპერტები ჩიკაგოს სავაჭრო-სასაქონლო ბირჟის CME Group-ის განცხადებას უკავშირებენ, რომელიც ფიუჩერსული გარიგებების ბიტკოინებში დადებას გულისხმობს.


ფიუჩერსული კონტრაქტები ამ უმსხვილეს ბირჟაზე ბიტკოინებში მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალიდან დაიდება.


გარდა ამისა, ბიტკოინის გაძვირებას ანალიტიკოსები მის პოპულარობასაც უკავშირებენ. „მას ისინიც ყიდულობენ, ვისაც საერთოდ არ სჭირდება და წარმოდგენაც არ აქვს, რა არის ბიტკოინი. მას ტრენდში ყოფნის მიზნით ყიდულობენ“, – აღნიშნავენ ანალიტიკოსები.


მსოფლიო მასშტაბის კრიპტოვალუტა და ელექტრონული გადახდის საშუალება ბიტკოინი არის პირველი დეცენტრალიზებული ციფრული ვალუტა. მისი გამოგონება უკავშირდება ადამიანს ან ადამიანების ჯგუფს, ცნობილს, როგორც სატოში ნაკამოტო, რომელმაც 2008 წელის მიწურულს საჯაროდ განაცხადა საკუთარი გამოგონების შესახებ და გამოაქვეყნა ამის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო 2009 წლიდან კრიპტოვალუტა კომპიუტერულ ქსელში ჩაუშვა.


იგივე თემაზე:


ბილ გეიტსი: ბიტკოინი ნაღდ ვალუტაზე უკეთესია


უკრაინელი დეპუტატები კრიპტოვალუტას გამალებით ყიდულობენ


პუტინმა კრიპტოვალუტის მოპოვების კანონის შექმნის განკარგულება გასცა


1 ბიტკოინი 6 000 დოლარს მიუახლოვდა


ბოშამ კაცს „ნაღდი ბიტკოინები“ მიჰყიდა


მსგავს თემაზე:

ბიტკოინის ფასი უნცია ოქროზე ძვირია


ბიტკოინი ორ კრიპტოვალუტად გაიყო


ჩინეთში კრიპტობირჟები დღეიდან დაიხურა. ბიტკოინიმა 30% დაკარგა


1 ბიტკოინი 6 000 დოლარს მიუახლოვდა


ბილ გეიტსი: ბიტკოინი ნაღდ ვალუტაზე უკეთესია



სხვა სიახლეები