• Ƀ/$

„ტროას“ მეშვეობით 23 ბიტკოინი მოიპარეს

3 ნოემბერი 14:07, 2017 წელი | კრიპტოეკონომიკა

Kaspersky Labs-ის ექსპერტებმა აღმოაჩინეს ვირუსი „ტროა“, რომელიც მომხმარებელთა ელექტრონული ანგარიშებიდან კრიპტოვალუტას იპარავს. ამის შესახებ ინფორმაციას ინტერფაქსი ავრცელებს.

ვირუსის ავტორთა სამიზნე იყო ბიტკოინი, მონერო, დაში და სხვა ელექტრონული ფული. „ტროას“ დახმარებით, მოპარულია 23 ბიტკოინი, რომელთა ღირებულებაც 160 ათასი აშშ დოლარია.


ამ ჰაკერულ სისტემას „CryptoShuffler“ შეარქვეს. იმისთვის, რომ ფული გადარიცხოს ერთი კრიპტოანგარიშიდან მეორეზე, მომხმარებელმა უნდა მიუთითოს მიმღების საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელიც უამრავი სიმბოლოებისგან შედგება. მთლიანი ნომრის დამახსოვრება შეუძლებელია. ამიტომ მომხმარებლები ასეთ შემთხვევებში აკოპირებენ და სვამენ მოცემულ სიმბოლოებს, სწორედ ამ დროს აქტიურდება „CryptoShuffler“.


იგივე თემაზე:


ბიტკოინი 7-ათასიან ნიშნულს მიუახლოვდა


მსგავს თემაზე:

ბილ გეიტსი: ბიტკოინი ნაღდ ვალუტაზე უკეთესია


ბიტკოინი 7-ათასიან ნიშნულს მიუახლოვდა



სხვა სიახლეები