• Ƀ/$

ირინე იმერლიშვილი რუსეთის მხრიდან საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევას გამოეხმაურა

7 მარტი 14:44, 2014 წელი | პოლიტიკა
უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადებით, აღნიშნული პრობლემა მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის ჩარევით და მათთან ერთად მუშაობით შეიძლება მოგვარდეს და გადაწყდეს.
“სამწუხაროდ, გუშინ, ოკუპირებული ტერიტორიების მხრიდან, საჰაერო სივრცის დარღვევა მოხდა. ეს ერთმნიშვნელოვნად არის რუსეთის მხრიდან პროკოვაცია. გუშინ საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გააკეთა, ეს განცხადება საქართველოს სახელით არის გაკეთებული, რომელსაც ჩვენ ვუერთდებით. მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის ჩარევით, მათთან ერთად მუშაობით შეიძლება ასეთი თემების გადაწყვეტა, ვინაიდან ეს არის ყველა სუვერენული ქვეყნის კანონის დარღვევა”, - განაცხადა იმერლიშვილმა

სხვა სიახლეები