• Ƀ/$

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

10 ნოემბერი 17:22, 2017 წელი | ფინანსები

10 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.6499 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6370 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1.29 თეთრი შეადგინა.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.0882 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0608 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 2.74 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.6849 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 3.4857 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 11 ნოემბრიდან შევა ძალაში.


სხვა სიახლეები