• Ƀ/$

რატომ არ არის ბიტკოინი საპნის ბუშტი...

13 ნოემბერი 15:34, 2017 წელი | კრიპტოეკონომიკა

ფინანსურ სექტორში მომუშავე ბევრი საჯარო ფიგურა აკრიტიკებდა ბიტკოინს და მას ბუშტს უწოდებდა. თუმცა ბიტკოინის დეცენტრალიზებული ბუნებისა და გამჭვირვალობიდან გამომდინარე, მისი ბუშტად მოხსენება არამართებულია.

ბიტკოინი არ არის ბუშტი, ეს ბანკის წარმომადგენლების მიერ გავრცელებული უსამართლო  ბრალდებაა. ბიტკოინი ბუშტი იყო 2013 წელს, როდესაც მასზე მოთხოვნა ისე გაიზარდა, რომ ბაზარს არ შეეძლო მისი შენარჩუნება და ფასი 1300 აშშ დოლარიდან 200-მდე დაეცა. მაგრამ ახლა ბიტკოინის ბუშტად მოხსენიება ისეთივე არასწორია, როგორც Amazon–ის ან Tesla-სი.


2017 წლის აპრილამდე ანალიტიკოსებმა Tesla–ს ზრდის ღირებულება როგორც ბუშტი ისე დაახასიათეს. ამავე ანალიტიკოსებმა აღწერეს კომპანია Amazon-ის 20 წლიანი არსებობა. ნახევარი წლის წინ Business Insider-ის რედაქტორმა მეთიუ დებორდმა განაცხადა, რომ ,,ამ ეტაპზე Tesla აშკარად ბუშტივით გამოიყურება, ისევე როგორც ამ წლის დასაწყისში ჩანდა. განსხვავება ის არის, რომ მისი ზომა ისე იზრდება, რომ თანდათან საშიში ხდება“.


Greenlight Capital-ის ექსპერტის დევინდ აინხორნის თქმით, Tesla არის ბუშტი, რომელიც მალე არ გასკდება, თუმცა მაინც ბუშტია. „მისი გახეთქვა ახლო მომავალშია მოსალოდნელი“, – განაცხადა მან.


მთავარია იმის გააზრება, რომ ასეთი ტენდენცია ახასიათებს ნებისმიერ მზარდ კომპანიას. ანალიტიკოსები და ექსპერტები ნებისმიერ რამეს, რაც სწრაფ ზრდას განიცდის, ბუშტად შერაცხავენ.


2013 წლიდან, 2017 წლამდე Tesla-ს აქციის ფასი 20 აშშ დოლარიდან, $302-მდე გაიზარდა, ბევრი მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო კორექტირებებით. კომპანიის ფინანსური პრობლემების გამო დეკემბერში Tesla-ს ფასი 100 დოლარით დაეცა, 250-დან, 150-მდე.  მიუხედავად ამისა, დროთა განმავლობაში Tesla აღდგა და მდგრადი ბიზნესი, ბაზარი და, რაც მთავარია, სამომხმარებლო ბაზა ბიტკოინის ანალოგიურად განავითარა. ასეთმა ბაზამ ბიტკოინი სტაბილურ ფინანსურ ქსელად აქცია.


ამის გარდა, უსაფუძვლოა იმის მტკიცება, რომ ბიტკოინის ბაზარი, რომელსაც გააჩნია Apple–ის ანალოგიური ლიკვიდურობა და სავაჭრო მოცულობა არაეფექტურია, პირიქით Bitcoin ბევრად უფრო ლეგიტიმურია, ვიდრე სხვა სისტემები. როგორც Money2020 კონფერენციაზე  Apple-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი სტივ ვოზნიაკი აღნიშნავდა, ,,არსებობს შეზღუდული რაოდენობის bitcoin, რომლებიც ოდესმე იარსებებენ. ოქროს მოიპოვებენ და მოიპოვებენ, ასე შეუჩერებლად, თუმცა ოქრო არ არის მუდმივი ბუნებრივი რესურსი, ხოლო bitcoin უფრო მათემატიკური და სტაბილურია და მისი ამოწურვა პრაქტიკულად შეუძლებელია.


 


იგივე თემაზე:


ბიტკოინმა რეკორდი განაახლა – $7890


ბიტკოინი გაიაფდა


„ტროას“ მეშვეობით 23 ბიტკოინი მოიპარეს


მსგავს თემაზე:

„ტროას“ მეშვეობით 23 ბიტკოინი მოიპარეს


ბიტკოინმა რეკორდი განაახლა – $7890


ბიტკოინი გაიაფდა



სხვა სიახლეები