• Ƀ/$

„ვენდის“ ქართულმა რესტორნებმა საერთაშორისო „ვენდისგან“ ხარისხის უმაღლესი ჯილდო მიიღო

15 ნოემბერი 14:06, 2017 წელი | კომპანიები

„ვენდის“ ქართულმა ქსელმა საერთაშორისო „ვენდისგან“ Dave’s Way სერტიფიკატი – ხარისხის უმაღლესი ჯილდო საკვების უსაფრთხოების, ხარისხის კონტროლლის სისტემის, გემოვნური თვისებების, სწრაფი მომსახურებისა და სისუფთავისთვის მიიღო.

დაჯილდოების ცერემონია 26 მაისის მოედანზე მდებარე მსოფლიოში ყველაზე დიდი „ვენდის“ რესტორნის ორი წლის იუბილესა და 48 წლის წინ, 15 ნოემბერს, ამერიკაში, ოჰაიოს შტატში „ვენდის“ მსოფლიოში პირველი რესტორნის დაარსების დღეს დაემთხვა.


იუბილეს აღნიშნაში მონაწილეობა მიიღეს „ვენდის საერთაშორისო ვიცე–პრეზიდენტმა ჯონ პეინმა, საერთაშორისო საოპერაციო დირექტორმა გაბორ ჰავარმა, საერთაშორისო განვითარების დირექტორმა დარილშ ბაერერმა, „ვენდის“ საერთაშორისო ფინანსურმა დირექტორმა ბრენდონ გუტერიემ და „ვენდის“ საერთაშორისო მარკეტინგის მენეჯერმა სოფო ჩოგოვაძემ.


„Dave’s Way ხარისხის სერტიფიკატით ჯილდოვდება რესტორნები, რომლებიც „ვენდის“ მთელს საერთაშორისო ქსელში გამოირჩევა საკვების უსაფრთხოებით, საუკეთესო ხარისხით, უმაღლესი კლასის მომსახურებით და მეგობრული გარემოთი. შესაბამისად, ჩვენ ვულოცავთ ქართულ „ვენდის“ ამ ღირსეულ ჯილდოს“, – განაცხადა ცერემონიაზე საერთაშორისო საოპერაციო დირექტორმა გაბორ ჰავარმა.


„ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტის, სოსო ფხაკაძის თქმით, „ძალიან სიმბოლურია, რომ საერთაშორისო „ვენდის“ დაფუძნების დღე დაემთხვა Dave’s Way ხარისხის სერტიფიკატის დაჯილდოების ცერემონიას და ჩვენს ქალაქლში მდებარე მსოფლიოში ყველაზე დიდი „ვენდის“ დაბადების დღეს. მოხარული ვართ, რომ „ვენდის“ საერთაშორისო წარმომადგენლობა შემოგვიერთდა დღესასწაულის აღნიშვნაში და იზიარებს ჩვენს წინსვლას“.


„ვისოლ ჯგუფისთვის“, ისევე როგორც „ვენდისთვის“, ყველაზე მნიშნველოვანი პრიორიტეტი საკვების უმაღლესი ხარისხი, მისი უსაფრთხოება, მომსახურების გამორჩეული სტანდარტი და საერთო კორპორაციული სოციალური მასუხისმგებლობის ღირებულებებია. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ შევასრულოდ დანაპირები – „ხარისხი ჩვენი რეცეპტია“. შესაბამისად, Dave’s Way ხარისხის ჯილდო ჩვენი ძალისხმევის ყველაზე საუკეთესო აღიარაბაა“, – განაცხადა სოსო ფხაკაძემ.


სხვა სიახლეები