Coindesk–ის ბირჟის მონაცემებით, 17 ნოემბრისთვის ბიტკოინის მაქსიმალურმა ღირებულებამ $7998,32 შეადგინა.
მსოფლიოში უძვირესი კრიპტოვალუტა მხოლოდ დღეს დილით გაიაფდა და Coindesk–ის ბირჟაზე $7897,36, ხოლო Bifinex–ის ბირჟაზე $7903 ღირდა.
ბოლო დღეღამის განმავლობაში 1 ბიტკოინის ფასი თითქმის 800 აშშ დოლარით გაიზარდა.
$7000–იანი ზღურბლი ბიტკოინმა პირველად ნოემბრის დასაწყისში გადალახა. სულ რაღაც ერთ კვირაში მისი ფასი $7800–ს შეადგენდა.