• Ƀ/$

ეთერიუმის კურსი 400 დოლარს ასცდა

24 ნოემბერი 11:56, 2017 წელი | კრიპტოეკონომიკა

კრიპტოვალუტა ეთერიუმის კურსი იზრდება. მისი კურსი უკვე 400 დოლარს ასცდა და 414 დოლარი შეადგინა. 

ეთერიუმი კრიპტოვალუტებს შორის ბიტკოინის შემდეგ თავისი წონით მეორე ადგილზეა. 414-დოლარიანი კურსით ეთერიუმმა ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია, რაც კი აქამდე მას კურსი ჰქონია.


ბაზარზე ეთერიუმის კაპიტალიზაცია 40 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ბიტკოინის წილი - 137 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.


მსგავს თემაზე:

ბიტკოინის მორიგი რეკორდი


რატომ არ არის ბიტკოინი საპნის ბუშტი...


ბიტკოინის ფასმა 8250 აშშ დოლარს გადააჭარბა



სხვა სიახლეები