ბიტკოინის ფასის ზრდა ბოლო დროს სულ ახალ რეკორდებს ამყარებს. მისი რეკორდული ზრდა ბოლო რამდენიმე დღეში მოხდა. 3 ნოემბერს ბიტკოინის კაპიტალიზაცია 200 მილიარდი აშშ დოლარი იყო.
მსოფლიოში პოპულარობით მეორე კრიპტოვალუტა ეთერიუმის კაპიტალიზაცია 46 მილიარდი დოლარია. გასულ კვირასთან შედარებით მისმა ფასმა 25%-ით მოიმატა და ეთერიუმი რეკორდულ ნიშნულზე გავიდა.