• Ƀ/$

მასკი ბიტკოინის ავტორობაზე ჭორებს პასუხობს

28 ნოემბერი 14:36, 2017 წელი | კრიპტოეკონომიკა

Tesla–ს და Space X–ის ხელმძღვანელი ილონ მასკი უარყოფს გავრცელებულ ჭორებს, თითქოს ის არის ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტის – ბიტკოინის შემქმნელი.

ამის შესახებ მასკმა ტვიტერზე დაწერა.


„ეს ტყუილია. მეგობარმა რამდენიმე წლის წინ გადმომირიცხა ბიტკოინების წილი, მაგრამ მე არ ვიცი, სად ინახება ეს თანხა“, – წერს მასკი.


27 ნოემბერს ერთ–ერთი გამოცემა წერდა, რომ იელის უნივერსიტეტის ინფორმატიკის მიმართულების სტუდენტის საჰილ გუფთის ვერსიით, ბიტკოინის შემქმნელი სწორედ ილონ მასკია. სტუდენტის თქმით, ფსევდონიმის სატოსი ნაკამატოს მიღმა, რომელიც ბიტკოინის შემქმნელად ითვლება, სწორედ ილონ მასკი იმალება.


სწორედ ამ დღეს გააკეთა ბიტკოინმა მორიგი ნახტომი და ერთეულის ფასი 10 ათას აშშ დოლარს მიუახლოვდა.


Coindesk–ის მონაცემებით, შუადღისას 1 ბიტკოინი 9845 აშშ დოლარის ნიშნულზე ივაჭრებოდა.


სხვა სიახლეები