• Ƀ/$

ბრიტანელმა ნაგავში მყარი დისკი გადააგდო $75 მილიონის ბიტკოინებით

28 ნოემბერი 16:16, 2017 წელი | კრიპტოეკონომიკა

ბრიტანელმა ჯეიმს ჰოუელსმა ნოუთბუქის გაფუჭების შემდეგ მყარი დისკი ნაგვის ურნაში ჩააგდო. აღნიშნულ ვინჩესტერზე 7500 ბიტკოინი ინახებოდა (მიმდინარე კურსით დაახლოებით $75 000 000).

ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი The Guardian ავრცელებს.


გაირკვა, რომ ჰოუელსი 2009 წელს იყო კრიპტოვალუტის მოპოვებით დაკავებული. მთლიანობაში მან 7500 ბიტკოინი დააგროვა.


ბრიტანელმა ბიტკოინის მოპოვება მას შემდეგ შეწყვიტა, რაც მეგორბარმა ქალმა გააპროტესტა, რომ მაინინგის დროს ნოუთბუქი ხმაურობს და ცხელდება.


2010 წელს ბრიტანელს ნოუთბუქზე შემთხვევით ლიმონათი გადაესხა, რის შემდეგაც დაშალა და ზოგიერთი ნაწილი, მათ შორის მყარი დისკი, ნაგავში გადააგდო.


„ყველგან ვეძებდი. ყველა ინფორმაციის მატარებელი გავსინჯე, აყარი დისკებიც გავსინჯე, სარეზერვო ფაილებსაც ვეძებდი, მაგრამ – არაფერი“, – თქვა ჰოუელსმა.


სანაგვე პოლიგონი, სადაც მისი დისკი შეიძლება იყოს, ფეხბურთის მოედანზე დიდია და მისი პოვნა თითქმის შეუძლებელი.


ჰოუელსს მყარი დისკის პოვნის იმედი გადაეწურა, თუმცა ის მჟამად პლატფორმის შექმნაზე მუშაობს, რომლითაც დაკარგული ბიტკოინების დაბრუნება იქნება შესაძლებელი.


ბიტკოინმა ლღეს ახალი აბსოლუტური რეკორდი დაამყარა. პოპულარული კრიპტოვალუტის კურსი პირველად ასცდა 10 000 აშშ დოლარის ნიშნულს და $10 469 შეადგინა.


რეკორდი სამხრეთ კორეაში დაფიქსირდა, სადაც ბიტკოინმა ფასში მას შემდეგ მოიმატა, რაც ქვეყნის ერთ–ერთმა მსხვილმა ბანკმა Shinhan Bank–მა განაცხადა, რომ მომხმარებლებს ამ კრიპტოვალუტაშიც მოემსახურება. ბანკმა უკვე შესთავაზა კლიენტებს, ჩაერთონ ახალი პროდუქტის ტესტირებაში.


სხვა სიახლეები