• Ƀ/$

ბიტკოინი 11 000 დოლარს ასცდა

29 ნოემბერი 17:47, 2017 წელი | კრიპტოეკონომიკა

მიმდინარე კვირაში ბიტკოინის ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. დღევანდელი მონაცემებით, ბაზარზე ბიტკოინის კაპიტალიზაციამ 185 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, ხოლო თავად კრიპტოვალუტის ფასმა დღეს 11 096 დოლარი შეადგინა.


ბიტკოინის ფასი ბოლო დროს სულ ახალ რეკორდებს ამყარებს. მისი რეკორდული ზრდა ბოლო რამდენიმე დღეში მოხდა. 27 ნოემბერს ბიტკოინის კაპიტალიზაცია 300 მილიარდი აშშ დოლარი იყო.


მსოფლიოში პოპულარობით მეორე კრიპტოვალუტის ეთერიუმის კაპიტალიზაციამ 46 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ეთერიუმის დღევანდელი ფასი 486 აშშ დოლარია.



სხვა სიახლეები