• Ƀ/$

დიდი ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტრო ბიტკოინის რეგულირებას გეგმავს

4 დეკემბერი 17:09, 2017 წელი | კრიპტოეკონომიკა

ფულის გათეთრებისა და გადასახადებისგან თავის არიდების საფრთხეების გაზრდის გამო ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტრო ბიტკოინის წინააღმდეგ ბრძოლას იწყებს.

კრიპტოვალუტის ქომაგები ფიქრობენ, რომ მთავრობების შეშფოთების საფუძველი ბიტკოინის მუდმივად მზარდი ფასი და კონფიდენციურობა უფროა, ვიდრე ტერორიზმის დაფინანსებისა და გადასახადების დამალვის საფრთხე.

დიდი ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებმა რობერტ მენდიკმა და გორდონ რეინერმა ბიტკოინის რეგულირების გეგმა გამოაქვეყნეს, რაც კრიპტოვალუტებით მოვაჭრეებს თავიანთი ვინაობის გასახაროებას აიძულებს. “ეს ფაქტი ხელს შეუწყობს თავიდან ავიცილოთ მოსალოდნელი ტერორისტული აქტები და ფულის გათეთრება“, – განაცხადეს მათ.

ქვეყნის საფინანსო სტრუქტურებმა გაფრთხილება გაავრცელეს ინვესტორებისთვის და სხვადასხვა ფირმებისთვის, რომ სიფრთხილე გამოიჩინონ და ყურადღებით იყვნენ კრიპტოვალუტა ბიტკოინთან დაკავშირებით.

კემბრიჯის კოლეჯის სპეციალისტების ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ კრიპტოსაფულის 2,9-დან 5,8 მილიონამდე აქტიური მომხმარებელი არსებობს. ამ სფეროში სრული განაკვეთით 1876 ადამიანია დასაქმებული.


სხვა სიახლეები