ახლი ქართული პროდუქციის ფესტივალი 2017

21 დეკემბერი 11:42, 2017 წელი | Company news

22-23 დეკემბერს მოძრაობა KAR.GE და სავაჭრო & ბიზნეს ცენტრი ქარვასლას ორგანიზებით“ახალი ქართული პროდუქციის ფესტივალი 2017“ ტარდება.

საქართველოში 2017 წელს შექმნილი ახალი ქართული ნაწარმის პოპულარიზებისა და გაყიდვების წახალისების მიზნით მოძრაობა KAR.GE და სავაჭრო & ბიზნეს ცენტრი ქარვასლა 22-23 დეკემბერს უკვე მეოთხედ აწყობენ წინასაახალწლო ფესტივალს - “ახალი ქართული პროდუქციის ფესტივალი 2017“.


ღონისძიების მხარდამჭერები არიან საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია. მედია მხარდამჭერები არიან გადაცემა "ბიზნეს კოდი", TV "კავკასია", TV "ობიექტივი", სტარვიზია, 4MEDIA, რადიო "კომერსანტი", GEOMEDIATV, SPUTNIK, რადიო "არ დაიდარდო", თრიალეთის ექსპრესი, იმედი FM, რადიო "პოზიტივი".


ოფიციალური გახსნის დრო: 22 დეკემბერი, პარასკევი, 11:00. დასწრება თავისუფალია ნებისმიერი სტუმრისათვის. ღონისძიების მიმდინარეობის დროებია 10:00-18:00. ქარვასლაში, ც. დადიანის #7-ში, ნამდვილ სადღესასწაულო გარემოში საკვებ და არასაკვებ ნაწარმს წარმოადგენენ გამორჩეული ადგილობრივი მწარმოებლები: გამა, გემუანი, გურიელი, გრეიფი, დიზაინ ემ ჯორჯია, ვიპკო, კამპა, კახური ზეთი "სიღნაღი", მარშე, ნიკორა, სან სოლუშენ, სტარტი, ქართული ზეთი "ქარვა", ქართული ყავა "ჩერი", ქართული პრემიუმი, შენი მწვანე სათამაშო, ჩიპსი და ბურბუშელა "ჩიპა", ჩირი ქენდი და ჯააძის თაფლი. ქარვასლაში, ც. დადიანის #7-ში შექმნილ ნამდვილ სადღესასწაულო გარემოში მომხმარებლებს შეეძლებათ როგორც დათვალიერება ასევე სასურველი პროდუქციის შეძენაც. მოეწყობა დეგუსტაციები, იქნება უამრავი გათამაშება და ოჯახის ყველა წევრისთვის საინტერესო სხვა აქტივობები.


სხვა სიახლეები