• Ƀ/$

ეთერიუმის ფასი 1 წელიწადში 93-ჯერ გაიზარდა

27 დეკემბერი 16:34, 2017 წელი | კრიპტოეკონომიკა

კრიპტობაზარზე კაპიტალიზაციის რეიტინგში ვალუტები ერთმანეთს ენაცვლებიან, ბიტკოინის გარდა, თავის კუთვნილ მეორე ადგილს თვეების მანძილძე მხოლოდ ეთერიუმი ინარჩუნებს. 

ეთერიუმის ფასი ამჟამად 774 დოლარს შეადგენს, ეს მაშინ როცა 1 იანვარს 8.24 ღირდა, ანუ ამ პერიოდში 93-ჯერ გაძვირდა, შეადრებისთვის ბიტკოინის ფასმა მხოლოდ 16-ჯერ მოიმატა. 1 მარტიდან 5 მაისამდე ფასი ნახტომისებურად 15.8-დან 99 დოლარამდე გაიზარდა. შემდეგ მოჰყვა მცირედი კლება და მალევე 15 მაისიდან 1 თვეში ფასი ხელახლა 88-დან 390 დოლარამდე გაიზარდა. შემდგომი კლება ბევრად უფრო მასშტაბური იყო 15 ივნისიდან 15 ივლისამდე ღირებულება 390-დან 150 დოლარამდე დაეცა. 1 სექტემბრისთვის კვლავ 380 დოლარამდე გაიზარდა, 2 კვირის თავზე მესამედით გაუფასურდა. მას შემდეგ მკვეთრი ვარდნა აღარ განუცდია. პიკს - 880 დოლარს 19 დეკემბერს მიაღწია, იმ დროისათვის მისი კაიტალიზაცია 85 მილიარდ დოლარს გაუთანაბრდა. კრიპტობაზრის კორექციას ეთერიუმმაც ვერ დააღწია თავი 22 დეკემბერს რამდენიმე საათით 600 დოლარსაც ჩამოსცდა. დღეს მისი ღირებულება 774 დოლარს შეადგენს, კაპიტალიზაცია კი 75 მილიარდ დოლარს, რითაც მესამე ადგილზე მყოფ ბიტკოინ ქეშს თითქმის 25 მილიარდი დოლარით უსწრებს.



რა იქნება ეთერიუმის, ან რომელიმე სხვა კრიპტოვალუტის ფასი 1 წლის შემდეგ  ძნელად პროგნოზირებადია. ექსპერტთა უმრავლესობა თანხმდება რომ ფასი 1000 დოლარს გადასცდება და 1500-2500 დოლარის ფარგლებში იმერყევებს. მთლიანი კაპიტალიზაციით ბიტკოინის უკან ჩამოტოვება, ამ დროისათვის ნაკლებად დამაჯერებელი ჩანს, თავის მხრივ ეთერიუმს მეორე ადგილი შეიძლება მხოლოდ ბიტკოინ ქეშმა ან რიპლმა ჩამოართვას.


სხვა სიახლეები