• Ƀ/$

ტესლა პიკაპსაც გამოუშვებს

28 დეკემბერი 14:29, 2017 წელი | კომპანიები

ელექტრომობილების ყველაზე ცნობილმა მწარმოებელმა ილონ მასკმა პიკაპის გამოშვება ოფიციალურად დააანონსა.

პიკაპს TESLA MPDEL Y ერქმევა. მასკმა განაცხადა, რომ უკვე 5 წელია რაც ამ იდეის შესახებ ფიქრობს. გაყიდვები სავარაუდოდ 2019 წელს უნდა დაიწყოს. ისეთი მნიშვნელოვანი დეტალების როგორებიცაა: 1 დამუხტვაზე განვლილი მანძილი, დამუხტვის დროს, ფასი, ზუსტი ზომები ჯერჯერობით არაფერია ცნობილი.


პიკაპის ტიპის ავტომობილი ყველაზე პოპულარული შეერთებულ შტატებშია, რის გამოც ტესლასგან აღნიშნულ სიახლეს ბევრი ელოდა.


რაც შეეხება თავად კომპანია „ტესლას“ ის ილონ მასკმა 2003 წლის ივლისში დელავერში დააფუძნა. ნაზდაკის საფონდო ბირჟაზე აქციები 2010 წელს განათავსა. ყველაზე ცნობილი model s 2012 წელს წარმოადგინა. 2015 წელს კი უფრო მდიდრული ქროსოვერის ტიპის model x, რომელსაც კარები ფრთასავით ეღება. ორივე მოდელს ერთ დამუხტვაზე 500 კილომეტრზე მეტის გავლა შეუძლია. 2017 წელს ბაზარზე ბიუჯეტური model 3 გამოჩნდა, მაგრამ შეკვეთების დაგვიანებულმა მიწოდებამ აქციების ფასზე იმოქმედა. სატვირთო tesla semi-ის და სარბოლო tesla roadster-ის გამოსვლა 2019-2020 წლებისთვისაა დაგეგმილი.


ტესლა დაარსებიდან მალევე იქცა ელექტრომობილების ყველაზე პოპულარულ მწარმოებლად და ამ სახელს დღემდე ინარჩუნებს.


 


მსგავს თემაზე:


TESLA–მ პირველი უპილოტო სატვირთო ელექტრომობილი წარადგინა


ილონ მასკი მარსზე TESLA–ს გაგზავნას გეგმავს


სხვა სიახლეები