• Ƀ/$

2018 წლის მნიშვნელოვანი მოვლენები (ნაწილი I)

3 იანვარი 12:59, 2018 წელი | ანალიტიკა

2018 წელი ახლა დაიწყო და წინ ბევრი საინტერესო მოვლენაა, რომელთა შესახებ ჯერ არაფერია ცნობილი. თუმცა, გარკვეული მნიშვნელოვანი აქტივობები კალენდარზე წინასწარაა მონიშნული.  

Financical Time გვთავაზობს იმ მოვლენების ნაწილს, რომელთა თვალყურის დევნებაც საინტერესო იქნება. 


30 იანვარს დონალდ ტრამპი კონგრესის წინაშე ანგარიშით წარსდგება. მართალია, სიტყვით გასული წლის თებერვალშიც გამოვიდა, მაგრამ ის უფრო ფორმალურ ხასიათს ატარებდა. ამჯერად ტრამპს გაკეთებულ საქმეებზე და სამომავლო გეგმებზე უფრო დეტალური საუბარი მოუწევს. ძირითადი კითხვები შეეხება საგადასახადო რეფორმას და ჩრდილო კორეასთან ურთიერთობის საკითხს. გარკვეულწილად კვლავ აქტუალური რჩება 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის ფაქტიც.



8 თებერვალს, სამხრეთ კორეის ქალაქ ფიონჩანგში ზამთრის XXII ოლიმპიური თამაშები იღებს სტარტს, რომელიც 25 თებერვლამდე გასტანს. 15 დისციპლინაში მედლების 102 სახეობა გათამაშდება. ბიუჯეტი $2.4 მლრდ. რაც მნიშვნელოვნად ნაკლებია 2014 წლის სოჭის ოლიმპიურ თამაშებზე. ინფრასტრუქტურული სამუშაოები და სხვა დეტალები ბომოლმდეა მიყვანილი. ჯერ არაა ცნობილი ჩრდილო კორეის ოლიმპიური ნაკრები მიიღებს თუ არა ასპარეზობაში მონაწილეობას. რუსეთის ოლიმპიური ნაკრები კი დოპინგ ტესტზე ჩავარდნის გამო უკვე მოკვეთეს, თუმცა ინდივიდუალურად სპორტსმენებს ასპარზობის უფლება ისევ აქვთ.



2018 წელს სიახლეებს უნდა ველოდოთ კუბადანაც. პრეზიდენტი რაულ კასტრო დაკავებულ პოსტს ტოვებს. ამის შესახებ მან თავად განაცხადა. კასტროს განცხადებით დაუშვებელია ერთიდაიგივე პირი პრეზიდენტის თანამდებობას 2 ვადაზე მეტი ხნით ინარჩუნებდეს. რაულ კასტრო კუბის ლიდერი 2008 წელს, მისი ძმის, ფიდელ კასტროს ავადმყოფობის შემდეგ გახდა, რომელიც ქვეყანას 1959 წლიდან ერთპიროვნულად მართავდა. რაულ კასტროს უფლებამოსილება თებერვალში ეწურებოდა, თუმცა პარლამენტმა ის აპრილამდე გაახანგძლივა. რაულ კასტრომ თავის ქვეყანაში რეჟიმი შეარბილა, გარკვეული დოზით კერძო მეწარმეობა დასაშვები გახადა. მისსა და ობამას მმართველობის დროს კუბასა და აშშ-ს შორის ურთიერთობები დათბობისკენ წარიმართა. კუბაში აშშ-ს საელჩო გაიხსნა. მოგვიანებით მას ახალი სკანდალი მოჰყვა. ოფიციალურმა ვაშინგტონმა კუბა აკუსტიკური თავის დიპლომატებზე აკუსტიკურ თავდასხმაში დაადანაშაულა. დონალდ ტრამპი ობამას საგარეო პოლიტიკით უკმაყოფილებას არ მალავს, იქნება ეს კუბასთან თუ ირანთან მიმართებაში, რა კუთხით წარიმართება რაულ კასტროს შემდეგ აშშსა და კუბას ურთიერთობა ამ ეტაპისთვის უცნობია.



მარტში, რუსეთის ფედერაციაში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება. არჩევნები დარეგისტრირებულ კანდიდატების სიმცირეს არ უჩივის, თუმცა მოქმედი პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უალტერნატივოდ მოისაზრება. მეტ-ნაკლები წინააღმდეგობის გაწევის შანსი ალექსი ნავალნს აქვს, მაგრამ 2024 წლამდე კრემლის მმართველის შეცვლის ალბათობა ამ ეტაპზე ძალიან მცირეა.



რუსეთის გარდა არჩევნებია დანიშნული იტალიასა და ვენესუელაშიც. იტალიაში 50%-ზე მეტი მხარდაჭერით არც ერთი პარტია არ სარგებლობს და მთავრობის ფორმირებისთვის არჩევნების შემდეგ კოალიციის შექმნა გახდება საჭირო. ვენესუელაში უმძიმესი ეკონომიკური ვითარებაა რეკორდულადაა გაზრდილი უმუშევრობა, ჰიპერინფლაცია მოსახლეობას უარესად აღარიბებს. მაღაზიის დახლებზე პროდუქტის სიმცირე შეინიშნება. გასულ წელს ანტისამთავრობო ემონსტარციებზე რამდენიმე ადამიანი გარადიცვალა. ამის მიუხედავად, დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლოა ისევ მოქმედმა პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ გაიმარჯვოს.



სხვა სიახლეები