• Ƀ/$

ქართლის ქარის ელექტროსადგური საპროექტო სიმძლავრეზე გავიდა

3 იანვარი 15:07, 2018 წელი | ეკონომიკა

ქართლის ქარის ელექტროსადგურის გამომუშავება 2017 წლის განმავლობაში საპროექტო სიმძლავრეს მიუახლოვდა. ენერგოობიექტის მიერ მიწოდებულმა ელექტროენერგიამ გასულ წელს 87 800 000 კილოვატ-საათი შეადგინა.

ენერგეტიკის განვითარების ფონდის ცნობით, ქარის სადგურის საპროექტო სიმძლავრე 20,7 მეგავატს შეადგენს, ხოლო გამომუშავებული 88 მლნ კვტ.სთ ქართლის ქარის ელექტროსადგურის გამომუშავება თავდაპირველ გეგმაზე (86.2 მლნ კვტ.სთ) მაღალი აღმოჩნდა. თუმცა, 2017 წლის ელექტროენერგიის ბალანსის განახლებულ ანგარიშში ნავარაუდევ 89.9 მლნ კვტ.სთ–ს ვერ მიაღწია.


მთავრობა ქარის ელექტროსადგურის აქციების საქართველოს საფონდო ბირჟაზე გატანას გეგმავს, რაც, სავარაუდოდ, შემოდგომაზე მოხდება.


სხვა სიახლეები