• Ƀ/$

მსოფლიო კიბერუსაფრთხოების ცენტრი თებერვალ–მარტში შეიქმნება

3 იანვარი 15:44, 2018 წელი | ეკონომიკა

კიბერუსაფოთხოების გლობალური ცენტრის გახსნის საკითხი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის განსახილველი თემა იქნება, რომელიც შვეიცარიის დავოსში იანვრის მესამე დეკადაში გაიმართება.

სააგენტო „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში რუსეთის სბერბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ სტანისლავ კუზნეცოვმა განაცხადა, რომ კიბერუსაფრთხოების ცენტრის შექმნა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ეგიდით იგეგმება.


მისივე თქმით, „განხილვის წარმატებით ჩატარებისა და ბიზნესის მხრიდან მხარდაჭერის შემთხვევაში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ეგიდით უკვე თებერვალ–მარტში გახდება შესაძლებელი Global Cyber Centre–ის შექმნა“.


მთელი მსოფლიოს საფინანსო ინსტიტუტები ყოველწლიურად უზარმაზარ თანხებს ხარჯავენ კიბერუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, თუმცა ჰაკერების მსხვერპლი სულ უფრო ხშირად ხდებიან.


სხვა სიახლეები