• Ƀ/$

სმარტფონის აკუმულატორების იძულებითი გაიაფება Apple-ს $10 მლრდ დაუჯდება

4 იანვარი 18:03, 2018 წელი | კომპანიები

მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა რომ Apple  ძველ სმარტფონებში აკუმულატორებს ხელოვნურად ანელებდა, კომპანიამ ოფიციალური ბოდიში მოიხადა და აკუმულატორების ფასი 63%-ით შეამცირა. 

აკუმულატორის ღირებულების 79-დან 29 დოლარამდე შემცირება კომპანიას პოტენციურ 10 მილიარდ დოლარიან შემოსავალს უკარგავს, თუმცა სასამართლო დავების გაგრძელების შემთხვევაში შესაძლოა ზარალი ბევრად მეტი აღმოჩნდეს.


Apple კაპიტალიზაციით მსოფლიოს #1 კომპანიაა, მაგრამ აკუმულატორების სკანდალმა მისი აქციების ღირებულება 176.4-დან 169.2 დოლარამდე შემცირდა, მოგვიანებით მცირედით გაიზარდა და დღეს $172.2-ს შეადგენს.



სხვა სიახლეები