• Ƀ/$

ჭარბი განახლებადი ენერგიის მიწოდებამ გერმანიაში ელექტროენერგიის ფასი მინუსში გაიყვანა

5 იანვარი 11:41, 2018 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

ახალი წლის დღეებში, გერმანიაში ელექტროენერგიის საფასური 0-ს ჩამოსცდა. მიზეზი ჭარბი მიწოდება გახდა.

მთელს მსოფლიოში სულ უფრო და უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ განახლებად ენერგიას. ტექნოლოგიები იხვეწება, ინვესტირება იზრდება. იზრდება ასევე მისი წილი მთლიან მოხმარებაში. განახლებადი ენერგიის მხარდაჭერაში გერმანია ერთ-ერთი მოწინავე სახელმწიფოა. Eneriwande-ს პროგრამით  ბოლო წლებში მან $200 მლრდ-ს ინვესტირება განახორციელა, ძირითადად მზისა და ქარის ენერგიაში.


ტექნოლოგიები ჯერ კიდევ დაუხვეწავია. ელექტროენერგიის წარმოება დიდწილად ამინდზეა დამოკიდებული. მზიან და ქარიან დღეებში წარმოება იზრდება. 31 დეკემბერს და 1 იანვარს გერმანიაში კლიმატური პირობები განახლებადი ენერგიის მისაღებად იდეალური აღმოჩნდა. უქმე დღეების გამო ოფისებისა და საწარმოების დიდი ნაწილი არ მუშაობდა. მიწოდებამ იმდენად გადააჭარბა მოთხოვნას, რომ ფასი მინუსში გავიდა. აბონენტებისთვის ფული არ დაურიცხავთ, მათ უბრალოდ შემდგომი მოხმარება გაუიაფდათ, რაც არსობრივად იგივეა.


მზისა და ქარის წილი ელექტროენერგიის გენერაციაში 3%-ზე ნაკლებია, თუმცა ზრდა განსაკუთრებულად შტამბეჭდავია. 2001-2016 წლებში ქარის ელექტროსადგურების ჯამური სიმზლავრე 20.3-ჯერ 23.9-დან 486.8 გიგავატამდე გაიზარდა. მზის ენერგიისგან მიღებული ელექტროენერგიის დადგუმი სიმძლავრის ზრდა კი ბევრად უფრო მასშტაბური აღმოჩნდა. იმავე პერიოდში იმავე პერიოდში ის 190-ჯერ 1.6-დან 305 გიგავატამდე გაიზარდა. ეს არცაა გასაკვრი, რადგან მზე კოლოსალურ ენერგიას აფრქვევს, 1 წამში დედამიწამდე მოღწული მოხმარება მთელი მსოფლოს 1 წლის მოხმარებას აღემატება.



საქართველოში დიდი ზომის მზის ელექტროსადგური არ არის. ცალკეული ოჯახები სახურავზე აყენებენ პანელებს. ჭარბი წარმოების შემთხვევაში მათ ქსელში მიწოდების საშუალება ეძლევათ. პირველი ქარის ელექტროსადგური კი 2016 წლის დეკემბერში გორში ამოქმედდა, დადგმული სიმძლავრე 20.7 მეგავატი, 2017 წელს 87.8 მილიონი კვტ/სთ გამოიმუშავა.


სხვა სიახლეები