• Ƀ/$

LG-მ 65–დუიმიანი დრეკადი OLED–ტელევიზორი შექმნა

7 იანვარი 11:49, 2018 წელი | კომპანიები

ორიოდე წლის წინ LG-მ 18–დუმიანი მონიტორი შექმნა, რომლის გაზეთივით დახვევა იყო შესაძლებელი. დღეს ეს პროტოტიპი 65 დუიმამდე გაიზარდა და კომპანიაში იმასაც აცხადებენ, რომ ამ მონიტორს 4K გაფართოება ექნება.

LG-ს ახალი ტელევიზორი გამოფენაზე CES 2018 იქნება წარმოდგენილი.


რატომ უნდა დავახვიოთ ტელევიზორი? – იმიტომ რომ უფრო გაგვიადვილდეს მისი ტრანსპორტირება და შენახვა. გაშლის შემდეკ კი ის ინარჩუნებს მკვეთრ გამოსახულებას. ქაღალდივით დრეკადი მონიტორის გარჩევადობა იმდენად მაღალია, რომ მასზე გამოსახულება ნახატივით გამოიყურება.


მომავლის ტელევიზორის ტექნიკური მახასიათებლების შესახებ სხვა ინფორმაცია არ ვრცელდება.


სხვა სიახლეები